მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Systemair Georgia თბილისში დარგის წამყვან HVAC სემინარს გამართავს
Systemair Georgia თბილისში დარგის წამყვან HVAC სემინარს გამართავს

Systemair Georgia თბილისში დარგის წამყვან HVAC სემინარს გამართავს

BM.GE4 მაისი, 2026, 15:31|bm.ge

7 მაისს, Systemair Group-ი და Systemair Georgia სექტორის წამყვან პროფესიონალებს უმასპინძლებენ. სემინარი - „HVAC ბაზრის ტენდენციები და ტექნიკური გადაწყვეტილებები“ - Paragraph Golf & Spa Tabori-ში გაიმართება.

სემინარს Systemair Group-ის წამყვანი ევროპელი ექსპერტები დაესწრებიან, მათშორის კომპანიის შვედეთის სათავო ოფისისა და გერმანიის ქარხნის წარმომადგენლები. ისინი დამსწრეებს კომპანიის მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ ცოდნას გაუზიარებენ.

მონაწილეები ინდუსტრიის ძირითად ტენდენციებს გაეცნობიან და მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ისეთ სერტიფიცირების პროგრამებზე, როგორიცაა Euroventდა AMCA. სემინარზე ყურადღება დაეთმობა BIM-ის მზარდ როლს ჭკვიანი დიზაინისა და პროექტების კოორდინაციის პროცესში. გარდა ამისა, დამსწრეები აღმოაჩენენ მაღალი წარმადობის პრაქტიკულ გადაწყვეტებს ჰაერის დამუშავების, ვენტილაციის, ჰაერის განაწილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მიმართულებით.

გიორგი სარჯველაძე, Systemair Georgia-ს მმართველი დირექტორი: „ჩვენი უნიკალური საერთაშორისო სემინარი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ბაზარზე HVAC ექსპერტიზის გაძლიერების მიმართულებით. ევროპელი წამყვანი ექსპერტებისა დაადგილობრივი ინდუსტრიის ლიდერების გაერთიანებით, ჩვენ ვქმნით პლატფორმას, სადაც ხდება დამტკიცებული, საუკეთესო პრაქტიკისა და რეალური გამოცდილების გაცვლა. მოუთმენლად ველით, ადგილობრივი ცოდნის გაძლიერებას და მაღალეფექტური, მომავლისთვის მზა გადაწყვეტების დანერგვის მხარდაჭერას, რომლებიც მორგებულია საქართველოს გარემოს მდგრადი განვითარების საჭიროებებზე.“

სემინარის საკვანძო ნაწილი დაეთმობა პანელურ დისკუსიას - თემაზე „ტრადიციიდან ლიდერობამდე: არქიტექტურის, HVAC-ის და მდგრადი დიზაინის მომავალი საქართველოში“. შეხვედრაზე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ტრანსფორმაციის პროცესი და მისი განვითარების პერსპექტივები განიხილება.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის ექსპერტები: გიორგი ჭანტურია (შპს MEP Solution-ის შესყიდვებისა და ლოგისტიკის ხელმძღვანელი), გიორგი ისაკაძე (Business Media Georgia-ს გენერალური პროდუსერი და წამყვანი), ალექსანდრე ოქროშიძე (შპს Capiteli Construction-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი) და ლუკა კალანდია (Systemair Georgia-ს გაყიდვების ხელმძღვანელი). დისკუსიის მოდერატორი ნიკოლოზ ბაძაღუა (Systemair Georgia-ს გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი).

მორტენ შმელცერი, Systemair Group-ის გლობალური საზოგადოებრივი საქმეთახელმძღვანელი და ტექნიკური მარკეტინგის დირექტორი: „როგორც შვედური ფესვებისმქონე ვენტილაციის წამყვანი გლობალური მწარმოებელი, ჩვენ მნიშვნელოვან მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი ბაზრების მხარდაჭერას საერთო ექსპერტიზის, თანხვედრილი და ამბიციური სტანდარტების მეშვეობით. საქართველოს ბაზარი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განვითარებადი მიმართულებაა, სადაც ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ინვესტიციებს ძლიერი და მაღალკვალიფიციური ადგილობრივი გუნდის მეშვეობით. საქართველოში არაერთხელ ვიზიტისას, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა იმის დანახვა, თუ როგორ იზრდება ქვეყანაში ინტერესი მაღალი ეფექტიანობის, ენერგოეფექტურობისა და სერტიფიცირებული გადაწყვეტილებების მიმართ. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებთან შესაბამისობის მხარდაჭერასა და გარემოს საერთო ხარისხისა და ეფექტიანობის გაძლიერებაში.“

ღონისძიება ღია ცის ქვეშ დაგეგმილი მიღებით დასრულდება. არაფორმალური, გარემო მონაწილეებსა და სპიკერებს დიალოგის გაგრძელების, ნეთვორქინგისა და ახალი საქმიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობას მისცემს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბაფეტის ეპოქა დასრულდა: Berkshire-ის ფინანსური შედეგები გრეგ აბელმა წარადგინა

ბაფეტის ეპოქა დასრულდა: Berkshire-ის ფინანსური შედეგები გრეგ აბელმა წარადგინა

BM.GE

რაზე ესაუბრა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს მდივანს?

რაზე ესაუბრა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს მდივანს?

BM.GE

საქართველო ამ ეტაპზე, უცხოელი გიდების კვოტირებას არ საჭიროებს - მაია ომიაძე

საქართველო ამ ეტაპზე, უცხოელი გიდების კვოტირებას არ საჭიროებს - მაია ომიაძე

BM.GE

“მოიწვიე ფინედუ კლასში” - საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლაში ატარებენ ფინანსური განათლების გაკვეთილებს

“მოიწვიე ფინედუ კლასში” - საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლაში ატარებენ ფინანსური განათლების გაკვეთილებს

BM.GE