მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თამარ იოსელიანი ათენის ღრმაწყლოვანი პორტის მმართველ კომპანიას შეხვდა - რა განიხილეს?
თამარ იოსელიანი ათენის ღრმაწყლოვანი პორტის მმართველ კომპანიას შეხვდა - რა განიხილეს?

თამარ იოსელიანი ათენის ღრმაწყლოვანი პორტის მმართველ კომპანიას შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE14 მაისი, 2026, 14:55|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ათენის პირეოსის ღრმაწყლოვანი პორტის საქმიანობას გაეცნო და მისი მმართველი კომპანიის COSCO Shipping-ის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

იოსელიანის თქმით, პორტი ხმელთაშუა ზღვაში უმსხვილესი რგოლია ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და დაკავშირებადობის კუთხით და შესაბამისად, ნაყოფიერი იყო მისი საქმიანობის ადგილზე გაცნობა, ასევე მმართველი კომპანიისგან გამოცდილების გაზიარება.

„უმნიშვნელოვანესი და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ათენში პირეოსის ნავსადგურის მმართველ კომპანია COSCO Shipping-თან. ჩვენ კომპანიის ხელმძღვანელობისგან მოვისმინეთ განვითარების გეგმები პირეოსის ნავსადგურში, ასევე იმ ინვესტიციების შესახებ, რომელიც აღნიშნულ ნავსადგურში 2009 წლიდან განხორციელდა. პირეოსის ნავსადგური წარმოადგენს ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი რგოლი ევროპაში, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და დაკავშირებადობის კუთხით, ერთმანეთთან აკავშირებს ევროპისა და აზიის ტვირთებს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან, რომელიც შავ ზღვაში წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტს იმისთვის, რომ ევროპასა და აზიას შორის განვითარდეს ვაჭრობა და ამ მიმართულებით ტვირთნაკადებს მოვემსახუროთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანი ხაზს უსვამს მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას, რათა ქართული მხარე გაეცნოს გლობალურ სავაჭრო ქსელში არსებულ თანამედროვე ტენდენციებს და სწორად დაიგეგმოს ანაკლიის ნავსადგურის განვითარება.

„ცხადია, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო აქტორების გამოცდილების გაზიარება“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პორტის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • The New York Times: ირანი უკრაინულ პორტზე საპასუხო იერიშის მიტანას განიხილავდაიმედი
  • პრემიერი: ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს ჩართულობით, ესაა იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებასრუსთავი 2
  • დრონების მასირებული იერიში როსტოვის ოლქზე - ნავთობბაზებსა და პორტში ხანძარიატვ პირველი
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
პორტის →

მსგავსი სტატიები

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

BM.GE

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

BM.GE