მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თამარ იოსელიანი: ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შუა დერეფნის პოზიციებს გაამყარებს
თამარ იოსელიანი: ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შუა დერეფნის პოზიციებს გაამყარებს

თამარ იოსელიანი: ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შუა დერეფნის პოზიციებს გაამყარებს

BM.GE20 მაისი, 2026, 00:19|bm.ge

"საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო სექტორში ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთთან დაკავშირებით ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლის ხელმოწერის შეფასებისას.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიღწეული შეთანხმება ანკარას, თბილისსა და ბაქოს შორის კავშირებს თვისობრივად გარდაქმნის, რაც შუა დერეფნის პოზიციებს გაამყარებს და ჩინეთთან თუ ცენტრალურ აზიასთან ტვირთბრუნვას გაცილებით ოპერატიულსა და მოქნილს გახდის.

„გუშინდელი დღე იყო ისტორიული. ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სრულ ექსპლუატაციაში შედის. ეს გადაწყვეტილება ჩვენს რეგიონში ქმნის ახალ, დამატებით სისტემას, რომელიც შუა დერეფანს მოემსახურება და მის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. შედეგად, სამი პარტნიორი ქვეყნის - თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირებადობა ცენტრალურ აზიასთან, ჩინეთსა და მთლიანად რეგიონთან ბევრად უფრო მოქნილი, ეფექტური და სწრაფი გახდება“, - აღნიშნა იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის სრულმასშტაბიანი ოპერირება დაახლოებით 10 დღემდე შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის, ხოლო დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. “ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთს ოპერირებას გაუწევს საქართველოს რკინიგზა, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და ადგილობრივი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საკვანძო როლს შუა დერეფნის ეფექტიანი, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში,” - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE