
თანხის დაბრუნება, ნივთის შეკეთება და შეცვლა - რაზე ჩივიან მომხმარებელი GCCA-ში?
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 2026 წლის 8 თვის ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, თუ რა ძირითადი მოთხოვნებით მიმართავენ მოქალაქეები უწყებას საკუთარი უფლებების დასაცავად.
საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული 1 758 განაცხადიდან, ყველაზე დიდი ნაწილი თანხის დაბრუნების მოთხოვნაზე მოდის. სტატისტიკა კონკრეტული მიმართულებების მიხედვით ასე ნაწილდება:
• თანხის უკან დაბრუნება: 707 განაცხადი; • ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენა: 431 განაცხადი; • ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან შეცვლა: 393 განაცხადი; • სხვა დანარჩენი მოთხოვნები: 227 განაცხადი.
რაც შეეხება ვაჭრობის ფორმას, მომხმარებელთა მოთხოვნების 69% ონლაინ ვაჭრობის ფაქტებს ეხება, ხოლო 31% შემთხვევაში მოქალაქეები ნივთის ადგილზე შეძენისას წარმოქმნილ პრობლემებზე დავობენ.
მომხმარებლის უფლებების დარღვევის შესახებ განაცხადების ყველაზე დიდი წილი - 67% საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორზე მოდის. მას მოჰყვება:
• ტრანსპორტი და დასაწყობება - 11%; • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3%; • სხვა სახის საქმიანობები - 19%.
GCCA-ის ცნობით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით შემოსული განცხადებების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 110%-ით არის გაზრდილი. ჯამში, სააგენტოში 1 758 განაცხადი და 5 367 ზარი დაფიქსირდა.
8 თვეში, მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის 114 მოვაჭრე 289 663 ლარით დაჯარიმდა | GCCA
BM.GE
წყარო: bm.ge