მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. TBC Group-მა OLX Uzbekistan-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა
TBC Group-მა OLX Uzbekistan-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა

TBC Group-მა OLX Uzbekistan-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა

BM.GE25 ივლისი, 2026, 04:58|bm.ge

TBC Bank Group-მა უზბეკეთის კონკურენციის კომიტეტისგან ნებართვის მიღების შემდეგ, OLX Uzbekistan-ის საკონტროლო პაკეტის შეძენის გარიგება ოფიციალურად დაასრულა.

ქართული წარმოშობის ფინანსურმა ჯგუფმა საერთაშორისო საინვესტიციო ჰოლდინგ Titan Investments-თან ერთად ერთობლივი საწარმო დააფუძნა, რომელმაც ონლაინ-განცხადებების პლატფორმის 100%-იანი წილი შეიძინა.

ახალი სტრუქტურის ფარგლებში TBC Bank Group-ი 50%-ს პლიუს ერთ აქციას ფლობს, ხოლო დარჩენილ წილს Titan Investments-ი აკონტროლებს.

როგორც ირკვევა, ტრანზაქციის დასრულების შემდეგ პლატფორმა დამოუკიდებლად, OLX Uzbekistan-ის ბრენდით ფუნქციონირებას გააგრძელებს. ამასთან, TBC Uzbekistan-ი სისტემაში ფინანსური და საგადახდო სერვისების ინტეგრირებას გეგმავს, რაც მომხმარებელთა ჩართულობას გაზრდის და პლატფორმის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

TBC Uzbekistan-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ქურდიანმა აღნიშნა, რომ შეძენილი აქტივი ჯგუფს სწრაფად მზარდ სეგმენტში შესვლისა და მილიონობით ახალი მომხმარებლის მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს. მისი თქმით, OLX-ის ღია პლატფორმის სახე შენარჩუნდება და პარალელურად ახალი ციფრული პროდუქტები განვითარდება.

TBC Bank Group-ის განცხადებით, აღნიშნული პარტნიორობა ორგანიზაციების გამოცდილებას აერთიანებს და ციფრული პლატფორმების მასშტაბირებას უზრუნველყოფს. თანამშრომლობა TBC Uzbekistan-ს საშუალებას მისცემს, ონლაინ-განცხადებების სექტორში ცოდნა გაიღრმაოს და OLX Uzbekistan-ის ეკოსისტემაში საბანკო პროდუქტები დანერგოს.

ცნობისთვის, OLX Uzbekistan-ი ქვეყნის 10 ყველაზე პოპულარულ ვებგვერდს შორის შედის. პლატფორმას ყოველთვიურად 5 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ხოლო განთავსებული განცხადებების რაოდენობა 2 მილიონს აღემატება, რაც უზბეკეთის ინტერნეტ-აუდიტორიის 17%-ზე მეტს მოიცავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი ვითარებაა სასურსათო საქონლის ბირჟაზე?

როგორი ვითარებაა სასურსათო საქონლის ბირჟაზე?

BM.GE

FIFA ადასტურებს: ჯანი ინფანტინო 2027 წელს პრეზიდენტობისთვის კვლავ იბრძოლებს

FIFA ადასტურებს: ჯანი ინფანტინო 2027 წელს პრეზიდენტობისთვის კვლავ იბრძოლებს

BM.GE

ლოგისტიკაში $7 მლრდ-ის ინვესტიციაზე განცხადებები „ამორფულია“ - პაატა ცაგარეიშვილი

ლოგისტიკაში $7 მლრდ-ის ინვესტიციაზე განცხადებები „ამორფულია“ - პაატა ცაგარეიშვილი

BM.GE

როდის გამოცხადდება ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე ტენდერი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პასუხი

როდის გამოცხადდება ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე ტენდერი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პასუხი

BM.GE