მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. TBC x Miro - თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები
TBC x Miro - თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები

TBC x Miro - თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები

BM.GE2 ივნისი, 2026, 16:36|bm.ge

Co-Create Innovation ღონისძიებების სერიის ფარგლებში, თიბისი ტექმა საერთაშორისო პარტნიორს, Miro-ს უმასპინძლა - პლატფორმას, რომელიც მსოფლიოში თანამედროვე თანამშრომლობისა და ინოვაციური სამუშაო პროცესების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მიიჩნევა.

ღონისძიების მონაწილეებს Miro-ს წარმომადგენლებმა ინტერაქციული დემონსტრაციის საშუალებით საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს და აჩვენეს, როგორ ეხმარება პლატფორმა ორგანიზაციებს იდეების გენერირებაში, ეფექტიან თანამშრომლობასა და ინოვაციების განვითარებაში. პანელური დისკუსიის ფარგლებში კი, განხილული იყო, როგორ იყენებს თიბისი Miro-ს ინოვაციური პროცესების გასაძლიერებლად და რა როლი აქვს ტექნოლოგიურ პარტნიორობას ახალი შესაძლებლობების შექმნაში.

სპიკერებმა პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ისაუბრეს იმაზეც, თუ როგორ იქმნება ინოვაცია წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად და როგორ ეხმარება თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტები გუნდებს იდეების რეალურ შედეგებად გარდაქმნაში.

დღეს, Miro-ს მსოფლიოს მილიონობით პროფესიონალი და ორგანიზაცია იყენებს პროდუქტის განვითარების, სტრატეგიული დაგეგმვის, ინოვაციური ვორქშოფებისა და გუნდური თანამშრომლობისთვის.

Co-Create Innovation ღონისძებები საქართველოს ინოვაციურ ეკოსისტემას წამყვან გლობალურ ტექნოლოგიურ პარტნიორებთან აკავშირებს და ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი შესაძლებლობების გაზიარებას უწყობს ხელს.

Miro-სთან თანამშრომლობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ქმნის თიბისი საერთაშორისო პარტნიორობების მეშვეობით სივრცეს ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისთვის. სწორედ, ასეთი თანამშრომლობები აჩქარებს ინოვაციების განვითარებას და აძლიერებს საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემას.

გვჯერა, ვქმნით ინოვაციას

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE