მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Tbilisi art fair 2026 გაიხსნა - ღონისძიების ოფიციალური მზღვეველია ალდაგი
Tbilisi art fair 2026 გაიხსნა - ღონისძიების ოფიციალური მზღვეველია ალდაგი

Tbilisi art fair 2026 გაიხსნა - ღონისძიების ოფიციალური მზღვეველია ალდაგი

BM.GE21 მაისი, 2026, 21:18|bm.ge

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა - Tbilisi Art Fair (TAF) ოფიციალურად გაიხსნა და ვიზიტორებსა და ხელოვნების მოყვარულებს 24 მაისის ჩათვლით, ყოველდღე, უმასპინძლებს.

რეგიონის უმნიშვნელოვანეს სახელოვნებო სცენაზე წარმოდგენილი უნიკალური ექსპონატების სრული დაზღვევა, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა უზრუნველყო.

მასშტაბური პროექტი, რომელიც „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით, სოლოს მხარდაჭერითა და ალდაგთან პარტნიორობით იმართება, წელს მსოფლიოს 8 ქვეყნიდან 32 გალერეასა და 50-მდე დამოუკიდებელ არტისტს აერთიანებს.

ამ პარტნიორობით, ალდაგი, კულტურისა და ხელოვნების სფეროს მხარდაჭერას კიდევ უფრო აფართოებს და კოლექციონერებს, გალერეებსა თუ სახელოვნებო სივრცეებს სპეციალიზებულ, ნამუშევრების სპეციფიკაზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს.

“როგორც დაზღვევის ინდუსტრიის ინოვატორმა, შევქმენით ნამუშევრების დაზღვევის უნიკალური პროდუქტი, რომელიც საქართველოსთვის სიახლეა. ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდია ინტერესი დაზღვევის მიმართ, როგორც გალერეების, ისე კოლექციონერების მხრიდან, რათა სახელოვნებო პროექტები წარვადგინოთ მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. Tbilisi Art Fair-თან პარტნიორობა მორიგი წარმატებული პროექტია, რომელიც დარწმუნებული ვარ ხელს შეუწყობს ამ სფეროს განვითარებას და საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ არტ სივრცეში,“ - გიორგი ბარათაშვილი, ალდაგის გენერალური დირექტორი;

საიუბილეო, მეხუთე გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს ისეთი აღიარებული საერთაშორისო ავტორების შემოქმედება, როგორებიც არიან Pentti Sammallahti, Masao Yamamoto, Kristoffer Albrecht და სხვები. ამასთანავე, საგამოფენო პავილიონებში წარმოდგენილია გამორჩეული კურატორული პროექტები: ლევან მინდიაშვილის მულტიფუნქციური ინსტალაცია „ყვარლის დედაბოძი“, VA[A]DS-ის კურსდამთავრებულთა გამოფენა Human Acts, საერთაშორისო ფოტოპროექტი „Commonplaces“ და საბჭოთა ქართული დიზაინის კვლევა ALL THAT MATERIAL CULTURE.

Tbilisi Art Fair 2026 ვიზიტორებს 21-დან 24 მაისის ჩათვლით, ყოველდღე 12:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.

პროექტის გადამზღვევი პარტნიორია გრეკო, წამყვანი რისკ კონსულტანტი და სადაზღვევო ბროკერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც წარმოდგენილია 21 სხვადასხვა ქვეყანაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE