მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისი-ბათუმის რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება
თბილისი-ბათუმის რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება

თბილისი-ბათუმის რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება

BM.GE25 ივნისი, 2026, 13:31|bm.ge

დღეიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული რეისების განხორციელდება. ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” ამ მიმართულებით პირველი ფრენა უკვე შეასრულა.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეისები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას არის დაგეგმილი. რეისის პირველ აფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური ღონისძიება გაიმართა.

თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ თბილისისა და ბათუმის ერთმანეთთან დაკავშირება ქვეყნისა და ქალაქებისთვის აქტიურ ტურისტულ სეზონზე არსებული მოთხოვნით გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია.

„მრავალწლიანი ინტერვალის შემდეგ, დღეს თბილისის აეროპორტიდან ბათუმის აეროპორტში ფრენა პირველად შესრულდება, რომელსაც Georgian Airways-ი ასრულებს კვირაში 4 სიხშირით, თუმცა შეიძლება სიხშირეები გაიზარდოს უკვე მომავალი თვიდან. საქართველოსთვის, თბილისის და ბათუმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ რეისის ამოქმედება, რადგან ბათუმში ტურისტული სეზონი დაიწყო და ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ჩვენი მომხმარებლის მხრიდან. ესენი არიან არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, არამედ ჩვენი უცხოელი სტუმრები. მადლობა მინდა გადავუხადო „ჯორჯიან ეარვეისს“, რომ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა, რომელიც ბაზარზეა. დღეიდან თბილისი და ბათუმი ძალიან მარტივად დაუკავშირდება ერთმანეთს“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ და აღნიშნა, რომ ბოლოს ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს „ჯორჯიან ვინგსი“ ასრულდება, თუმცა ასეთი რეგულარული რეისები არ ყოფილა.

„ბოლო პერიოდში არსებული ვითარების გათვალისწინებით, რამაც მსოფლიო ბაზარზე ავიასაწვავის გაძვირება განაპირობა, ძალიან დასაფასებელია ახალი მიმართულებით ფრენების დაწყება. გულითად მადლობას ვუხდი „ჯორჯიან ეარვეისს“ რომ ჩვენი ორი აეროპორტი ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება“, - განაცხადა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა.

„ჯორჯიან ეარლაინს გრუპის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა კი აღნიშნა, რომ თბილისი-ბათუმის ავიარეისები ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"ჩვენს მრავალ ავიამიმართულებას ემატება კიდევ ერთი თბილისი-ბათუმის მიმართულება. ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება - სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას. თბილისიდან გაფრენა დილის 9 საათზე მოხდება, ხოლო ბათუმიდან გამოფრენა 19:40 საათზე იქნება. ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთია, რაც ამ მიმართულებით მგზავრობას მიმზიდველს ხდის. ეს ხელს შეუწყობს ბათუმში საქმიანი ვიზიტებისა და შიდა ტურიზმის განვითარებას. ეს იქნება რეგულარული ფრენები. ზაფხულის სეზონზე ტურისტული აქტივობა მაღალია და ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს მოთხოვნას", - განაცხადა ირაკლი მეზვრიშვილმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის

CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის

BM.GE

სახელმწიფო Norwegian Air-ს თბილისი-კოპენჰაგენის რეისზე თითოეულ ჩამოყვანილ მგზავრზე €60-ს გადაუხდის

სახელმწიფო Norwegian Air-ს თბილისი-კოპენჰაგენის რეისზე თითოეულ ჩამოყვანილ მგზავრზე €60-ს გადაუხდის

BM.GE

ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის პროექტი საერთო მიზნით აერთიანებს სახელმწიფოს, ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს - ირაკლი კობახიძე

ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის პროექტი საერთო მიზნით აერთიანებს სახელმწიფოს, ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

რა იცვლება მძღოლებისა და დისტრიბუტორებისთვის? - პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა

რა იცვლება მძღოლებისა და დისტრიბუტორებისთვის? - პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა

BM.GE