მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Tbilisi Gastro Week საიუბილეო მეხუთე სეზონს განახლებული ფორმატითა და გაზრდილი მასშტაბით მასპინძლობს
Tbilisi Gastro Week საიუბილეო მეხუთე სეზონს განახლებული ფორმატითა და გაზრდილი მასშტაბით მასპინძლობს

Tbilisi Gastro Week საიუბილეო მეხუთე სეზონს განახლებული ფორმატითა და გაზრდილი მასშტაბით მასპინძლობს

BM.GE27 მაისი, 2026, 23:12|bm.ge

მიმდინარე წლის 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველო საერთაშორისო ფესტივალს, Tbilisi Gastro Week 2026-ს უმასპინძლებს. საიუბილეო, მეხუთე სეზონი წელს საგრძნობლად გაზრდილი მასშტაბითა და განახლებული პროგრამით ბრუნდება, რომელიც თბილისსა და კახეთს მოიცავს.

ფესტივალის იდეის ავტორისა და ორგანიზატორის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, წლევანდელი კვირეული მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც დროში, ისე ღონისძიებების რაოდენობით - ამის შესახებ მან "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.

"ფესტივალი წელს 8 დღის განმავლობაში მიმდინარეობს და თუ წინა წელს 6 ღონისძიება იყო ხოლმე, წელს 12 ღონისძიებაა, რომელიც თბილისსა და კახეთს მოიცავს. ცვლილებებიდან აღსანიშნავია, რომ წელს გასტროკვირეულში, როგორც მნიშვნელოვანი კომპონენტი, აქტიურად შემოდის ღვინოც. ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორი ღვინის ეროვნული სააგენტო გახდა", - აღნიშნავს ირაკლი ნადარეიშვილი.

მისივე თქმით, ქართული ღვინის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციისთვის ფესტივალზე მსოფლიო კლასის ექსპერტები ჩამოდიან. კერძოდ, პროექტის ფარგლებში ქვეყანას ეწვევა პარიზის "რიცის" სომელიეთა დირექტორი და კოდ-დ'აზურის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ფლორიან გიოტო. ის ქართველ ღვინის ექსპერტ ანა გოდაბრელიძესთან ერთად მთელი კვირეულის განმავლობაში დაესწრება ვახშმებს, სადაც ქართულ და ევროპულ მაღალი კლასის ღვინოებს წარადგენენ.

"წელს პირველად შემოგვაქვს მაღალი კლასის ევროპული ღვინო და ერთდროულად მოხდება მათი წარდგენა. ამით ჩვენ ვამბობთ, რომ ქართული ღვინო არის ევროპული ღვინის თანასწორი. ვიცით, რომ ევროპაში ქართულ ღვინოზე ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენი მეღვინეობის მნიშვნელობას", - განმარტავს ორგანიზატორი.

გასტროკვირეული წელს ასევე გამორჩეულია მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფების სტუმრობით. მათ შორის არის ლეგენდარული ფრანგი შეფი, სამი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი ჟაკ პურსელი, რომელიც "პარაგრაფში" სტეფან გორტინასთან ერთად უმასპინძლებს სტუმრებს. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ჩამოდის ფლორენციის "გუჩი ოსტერიას" (Gucci Osteria) ცნობილი იაპონელი შეფი ტაკაჰიკო კონდო, პორტუგალიელი შეფი ვასკო კოელიო სანტოსი და სხვები, რომლებიც ფესტივალზე ადგილობრივ შეფებთან კოლაბორაციით წარდგებიან.

ირაკლი ნადარეიშვილი BMG-ის ეთერში გასტრონომიის სფეროს სწრაფ განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას და მას მოდის ინდუსტრიას ადარებს:

"გასტრონომიის ინდუსტრია ახლა არის ძალიან მზარდი. მას ხშირად ვადარებ ხოლმე მოდის ინდუსტრიას 90-იან წლებში. როგორც მაშინ სუპერმოდელები ხდებოდნენ ვარსკვლავები, დღეს შეფები არიან ასეთი სუპერვარსკვლავები. ამიტომ კიდევ უფრო დასაფასებელია, რომ ეს ადამიანები საქართველოში ჩამოდიან. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი დამსახურება, ეს არის ერთობლივი კომპონენტი საქართველოს პოპულარიზაციისთვის", - ამბობს ნადარეიშვილი.

გასტრონომიული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები, მათ შორის Gastro Wine Talks, მასტერკლასები, კულინარიული კოლაბორაციები და გალა ვახშამი, სადაც ქართველი და უცხოელი შეფები ერთობლივ მენიუს წარადგენენ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Samsung-ი ვიეტნამში $1.5-მილიარდიან ჩიპების საგამოცდო ქარხანას ააშენებს

Samsung-ი ვიეტნამში $1.5-მილიარდიან ჩიპების საგამოცდო ქარხანას ააშენებს

BM.GE

ტრილიონიან კლუბს ახალი წევრები ჰყავს – რომელი კომპანიები ლიდერობენ?

ტრილიონიან კლუბს ახალი წევრები ჰყავს – რომელი კომპანიები ლიდერობენ?

BM.GE

ღვინის სააგენტო სამხრეთ კორეაში მარკეტინგზე 320 ათას ლარს დახარჯავს

ღვინის სააგენტო სამხრეთ კორეაში მარკეტინგზე 320 ათას ლარს დახარჯავს

BM.GE

დიუშენის პაციენტებისთვის „დაიცავი ილიაუნის“ მარათონით შეგროვებული თანხა ₾2 მლნ-მდე გაიზარდა - რა დანიშნულებით მიიმართება თანხა

დიუშენის პაციენტებისთვის „დაიცავი ილიაუნის“ მარათონით შეგროვებული თანხა ₾2 მლნ-მდე გაიზარდა - რა დანიშნულებით მიიმართება თანხა

BM.GE