მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით ლისის ტბის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით ლისის ტბის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით ლისის ტბის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

BM.GE3 ივლისი, 2026, 20:55|bm.ge

მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით, 4 ივლისის 10:00 საათიდან 6 ივლისის 01:00 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ე.წ. ლისის წრის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძისა და ტოგო გუდავას ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ წრიდან იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება კეჭაყმაძის ქუჩიდან თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩის გავლით, ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩების მიმართულებით. ჟღენტისა და დათუაშვილის ქუჩებიდან კი ავტომობილები არსებული მარშრუტით შეძლებენ ყველა შესაძლო მიმართულებით მოძრაობას.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები N102 და N363 ავთო ვარაზის ქუჩიდან თხინვალას მიმართულებით იმოძრავებენ დადგენილი სქემით, ხოლო უკუმიმართულებისას, ვარაზის ქუჩას დაუკავშირდებიან თხინვალას ქუჩის საშუალებით, ნაცვლად კეჭაყმაძისა და ლეო კვაჭაძის ქუჩებისა. ამის შემდეგ აღნიშნული ავტობუსები დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.

N329 ავტობუსი კვაჭაძის ქუჩიდან თხინვალას მიმართულებით იმოძრავებს დადგენილი სქემით, ხოლო უკუმიმართულებისას თხინვალას ქუჩით დაუკავშირდება ავთო ვარაზის ქუჩას. შემდგომ გააგრძელებს მოძრაობას დათუაშვილისა და ამაშუკელის ქუჩებზე, რის შემდეგაც ბერიტაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით.

6 ივლისის 01:00 საათიდან 10:00-მდე გზის აღნიშნული მონაკვეთი დაუბრუნდება არსებულ მდგომარეობას და ავტომობილები ორივე მიმართულებით შეძლებენ გადაადგილებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE