მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის აეროპორტის ახალ ტერმინალში ტრანზიტული და სატრანსფერო მგზავრებისთვის სივრცე კარგად იქნება მოწყობილი - ზაქარაძე
თბილისის აეროპორტის ახალ ტერმინალში ტრანზიტული და სატრანსფერო მგზავრებისთვის სივრცე კარგად იქნება მოწყობილი - ზაქარაძე

თბილისის აეროპორტის ახალ ტერმინალში ტრანზიტული და სატრანსფერო მგზავრებისთვის სივრცე კარგად იქნება მოწყობილი - ზაქარაძე

BM.GE19 მაისი, 2026, 12:20|bm.ge

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი მნიშვნელოვნად ფართოვდება. "საქმიანი დილის" რუბრიკაში "საუბრები ავიაციაზე" „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ ახალი ინფრასტრუქტურა განსაკუთრებულად ტრანზიტული ნაკადების მომსახურებაზე იქნება ორიენტირებული, რაც აეროპორტისთვის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.

„ეს ტერმინალი, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, რეალურად 37 ათასი კვადრატული მეტრია და მას 22 ათას კვადრატულ მეტრამდე ახალი ფართი ემატება. ამ ახალ ტერმინალში სივრცე საკმაოდ კარგად იქნება მოწყობილი ტრანზიტული და სატრანსფერო მგზავრებისთვის. ვფიქრობ, თბილისი ნამდვილად იქნება ჰაბი და ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი.

პირველი ყველაზე დიდი ავიაკომპანია, რომელიც ტრანსფერ მგზავრებზე მუშაობს Georgian Airways-ია. ის დღესდღეობით ნომერ პირველია მათ შორის, ვისაც ყველაზე მეტი ტრანსფერი მგზავრი შემოჰყავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ძალიან მიხარია, რომ 2028 წლის მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სივრცეები გვექნება სწორედ სატრანსფერო მგზავრებისთვის", - განაცხადა ზაქარაძემ "საქმიან დილაში".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE