მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის საბოლოო პროგრამა ცნობილია — ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის საბოლოო პროგრამა ცნობილია — ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის საბოლოო პროგრამა ცნობილია — ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 21:10|bm.ge

თბილისის არქიტექტურის ფორუმი (TAF) 2026 18–20 სექტემბერს თბილისში გაიმართება და წელს არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანული განვითარების სფეროს პროფესიონალებს სამი დღის განმავლობაში გააერთიანებს თემის — „Places in Transition“ („გარდამავალი სივრცეები“) — გარშემო.

ფორუმის საბოლოო პროგრამა უკვე ცნობილია და მონაწილეებს სამი დღის განმავლობაში ელოდებათ ვორქშოფები, ღია საუბრები, keynote ლექციები, პანელური დისკუსიები, B2B შეხვედრები, არქიტექტურული ტურები და პროფესიული შეხვედრები.

18 სექტემბერი — Dialogue & Participation

ფორუმის პირველი დღე Holiday Inn Tbilisi-ში გაიმართება და მონაწილეობის, პრაქტიკული გამოცდილებისა და დისკუსიისთვის იქნება შექმნილი.

დღის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ინტერაქციული ვორქშოფებია, რომლებზე რეგისტრაციაც უკვე დაიწყო.

ვორქშოფები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქალაქის ემოციური ლანდშაფტი, არქიტექტურისა და მეხსიერების კავშირი, ომის შემდეგ აღდგენა, ურბანული უსაფრთხოება, AI და არქიტექტურა და სხვა აქტუალური თემები.

პირველი დღის პროგრამაში ასევე შედის Open Conversations, რომლებიც არქიტექტურის პროფესიისთვის მნიშვნელოვან და ხშირად ნაკლებად განხილულ საკითხებს შეეხება. დღის დასასრულს გაიმართება სპეციალური Business Reception, რომელსაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი უმასპინძლებს.

19 სექტემბერი — Ideas & Perspectives

ფორუმის მთავარი საკონფერენციო დღე Expo Georgia-ში გაიმართება.

Main Stage-ზე საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალები ისაუბრებენ ქალაქის განვითარებაზე, არქიტექტურასა და იდენტობაზე, მემკვიდრეობაზე, კლიმატურ ცვლილებებზე, რეკონსტრუქციაზე, არსებული შენობების მომავალსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

პროგრამაში მონაწილეობენ საერთაშორისო არქიტექტურისა და დიზაინის სფეროს წამყვანი პროფესიონალები, მათ შორის Bob Allies, Ada Yvars Bravo, Wei Yap, Amin Taha, Joan Gener Gonzales, Luca Bussolino, Valentina Ciuffi, Kaveh Dabiri, Michael Gräf, Jack William Taylor, Pablo Sensat Moya-Angeler და სხვა საერთაშორისო და ქართველი პროფესიონალები.

პანელური დისკუსიები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა „Beyond Shelter: Rebuilding Homes, Identity and Belonging After War“, „Demolish or Transform? The Future of Existing Architecture“, „City as Shared Project“ და „Places in Transition“.

20 სექტემბერი — Connection & Experience

ფორუმის მესამე დღე მონაწილეებს თბილისთან უშუალო კავშირის შესაძლებლობას მისცემს.

პროგრამა მოიცავს ქალაქის არქიტექტურულ ტურებს, სტუდიების ვიზიტებს, მუზეუმებსა და B2B შეხვედრებს. მონაწილეები შეძლებენ აღმოაჩინონ თბილისის ურბანული გარემო, არქიტექტურული მემკვიდრეობა, ინდუსტრიული სივრცეების გარდაქმნის მაგალითები და ქალაქის თანამედროვე არქიტექტურული პროცესები.

ფორუმის პარალელურად, Expo Georgia-ში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება დიზაინისა და პროდუქტის გამოფენა - The Foundation of Things, რომელიც Georgian Objects-თან თანამშრომლობით არის წარმოდგენილი და ფართო საზოგადოებისთვის უფასო იქნება.

ბოლო ბილეთები — რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს

TAF 2026-ის დასასწრები ბილეთების რაოდენობა იწურება და მხოლოდ ბოლო ბილეთებია დარჩენილი.

ვორქშოფებზე ადგილები შეზღუდულია და მათზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

ფორუმზე დასასწრებად და ვორქშოფებზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ TAF-ის ოფიციალურ ვებგვერდს: taf.com.ge

ფორუმის დამფუძნებელი პარტნიორია : CITYZEN

პარტნიორები:Anagi · LAKE · Adjara Group · Hanivel · Building Solutions · UK Embassy · Render Group · Studio 9 · Domus · ZEEKR · BAUMER · KONE

ქომუნითი პარტნიორები:RIBA · CU · LFA · FIABCI · GNARE

მედია პარტნიორები :Palitra · BMG · Formula · Entrepreneur · On.ge · Urban Media · Marketer.ge · Home.is · Forbes.ge · WHYTE · Atinati

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 170 სტატია.

  • თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავესფორმულა
  • ლევან მახაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა გადაწყდება თბილისში და არა რომელიმე კომისრის კაბინეტში. იგი გადაწყდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითიმედი
  • თბილისის რამდენიმე რაიონს 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართირუსთავი 2
  • ახალი სახელოვნებო სივრცე თბილისის გულშიტვ პირველი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - ცინცაძე

ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - ცინცაძე

BM.GE

ტიმურ ტურლოვის Freedom Bank-მა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის მისაღებად მიმართა

ტიმურ ტურლოვის Freedom Bank-მა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის მისაღებად მიმართა

BM.GE

გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტი იქნება

გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტი იქნება

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE