მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის მერია სიონის ტაძრისა და სამრეკლოს რეაბილიტაციას იწყებს - ბიუჯეტი ₾1.2 მილიონია
თბილისის მერია სიონის ტაძრისა და სამრეკლოს რეაბილიტაციას იწყებს - ბიუჯეტი ₾1.2 მილიონია

თბილისის მერია სიონის ტაძრისა და სამრეკლოს რეაბილიტაციას იწყებს - ბიუჯეტი ₾1.2 მილიონია

BM.GE27 მაისი, 2026, 15:41|bm.ge

თბილისის განვითარების ფონდი სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რომლის ფრესკებსაც ამჟამად დაზიანების საფრთხე ემუქრება.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, რეაბილიტაციას შპს რემონტი2 განახორციელებს და 1.2 მლნ ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაცია 2028 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

„ჩვენი ქალაქისთვის დიდი სიმდიდრეა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების არსებობა. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. თბილისის განვითარების ფონდი ამჯერად რეაბილიტაციის პროექტს იწყებს სიონის ტაძარში“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ამ ეტაპზე დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი შენობაში აღწევს.

„არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს. შესაბამისად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრის აღნიშნულ ნაწილს“, — აღნიშნა მერმა.

კალაძის განცხადებით, სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მასთან ხელშეკრულებაც გაფორმდა. პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE