მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის მერის მოადგილემ 2025 წელს Harley Davidson-ი და 1994-წლიანი Mercedes-ი იყიდა|ირაკლი ბენდელიანის დეკლარაცია
თბილისის მერის მოადგილემ 2025 წელს Harley Davidson-ი და 1994-წლიანი Mercedes-ი იყიდა|ირაკლი ბენდელიანის დეკლარაცია

თბილისის მერის მოადგილემ 2025 წელს Harley Davidson-ი და 1994-წლიანი Mercedes-ი იყიდა|ირაკლი ბენდელიანის დეკლარაცია

BM.GE14 მაისი, 2026, 22:35|bm.ge

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა 2025 წელს მეორადი მოტოციკლი Harley Davidson და 1994 წლიანი ავტომობილი Mercedes Benz E280 შეიძინა. ამის შესახებ მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის მიხედვით, მაღალჩინოსანმა მოტოციკლი 23 000 ლარად 2025 წლის დასაწყისში შეიძინა, ავტომობილი კი ოქტომბერში 3 700 დოლარად.

თბილისის მერის მოადგილეს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. შევსებული დოკუმენტის მიხედვით, თავად ირაკლი ბენდელიანი უძრავ ქონებას არ ფლობს, მისი ცოლის თამარ ლობჟანიძის საკუთრებაშია 124 კვ.მ.-ის ბინა დევი აბაშიძის ქუჩაზე, რომელიც 2008 წელს 20 000 ლარად აქვს ნაყიდი.

2025 წლის განმავლობაში ირაკლი ბენდელიანმა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე 85 941 ლარის ხელფასი აიღო, მისმა ცოლმა კი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში იურისტის პოზიციაზე მუშაობს, 5 თვეში 18 613 ლარის ხელფასი მიიღო.

საბანკო დეპოზიტების ან ნაღდი დანაზოგის შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.

პროფესიით იურისტი ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერის მოადგილედ 2017 წლიდან, ანუ მას შემდეგ მუშაობს, რაც კახა კალაძე თბილისის მერი გახდა. მანამდე 2016–2017 წლებში ის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი იყო, უფრო ადრე 2015 –2016 წლებში კი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, 2012-2015 წლებში კი იმავე უწყებაში ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი იყო. ამ პერიოდში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იყო.

უფრო ადრე 2011-2012 წლებში სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ შესყიდვების სამსახურის უფროსი იყო, მანამდე კი ენერგეტიკის სამინისტროში 2007-2011 წლებში ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე იყო.

საჯარო სამსახურში მუშაობა ირაკლი ბენდელიანმა 2005 წელს დაიწყო, ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ჯერ ადმინისტრაციული და შიდა აუდიტი სამმართველოს მთავარი სპეციალისტი იყო, შემდეგ კი სამმართველოს უფროსი გახდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯ "სპექტრის" კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართარუსთავი 2
  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირიიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →მერია →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

BM.GE

„ფეხბურთი კერძო ინვესტორებს არ ეკუთვნის“ - UEFA FIFA-ს ინიციატივას აკრიტიკებს

„ფეხბურთი კერძო ინვესტორებს არ ეკუთვნის“ - UEFA FIFA-ს ინიციატივას აკრიტიკებს

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

BM.GE