მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის მსგავსად, ტაქსის ლიცენზიების გაცემა სხვა თვითმმართველ ქალაქებსაც შეეძლებათ - კანონპროექტი
თბილისის მსგავსად, ტაქსის ლიცენზიების გაცემა სხვა თვითმმართველ ქალაქებსაც შეეძლებათ - კანონპროექტი

თბილისის მსგავსად, ტაქსის ლიცენზიების გაცემა სხვა თვითმმართველ ქალაქებსაც შეეძლებათ - კანონპროექტი

BM.GE11 მაისი, 2026, 15:21|bm.ge

თბილისის მსგავსად, ტაქსის ლიცენზიის გაცემა სხვა თვითმმართველ ქალაქებსაც შეეძლებათ - ამას ითვალისწინებს პარლამენტში ქართული ოცნების წევრების მიერ წარდგენილი კანონპროექტი. დოკუმენტის თანახმად, შესაბამისი ლიცენზიების გაცემის უფლება ექნებათ თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებს.

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსახორციელებელი ცვლილების შესაბამისად" - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. ამ კანონში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველ ქალაქებს სსიპ-ების დაფუძნების უფლება ექნებათ.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ლიცენზიების გაცემით თვითმმართველი ქალაქები დამატებით შემოსავლებს მიიღებენ.

"საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვროს, რომ თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, გასცენ ნებართვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა და მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის თაობაზე.

თვითმმართველ ქალაქს მიენიჭება უფლებამოსილება, სანებართვო საქმიანობის განხორციელებისას დააწესოს ნებართვის გაცემის საფასური. სსიპ-ების დაფუძნების შედეგად, გაჩნდება დაჩქარებული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, რომლის საფასურიდან მიღებული შემოსავალიც მიემართება სსიპ-ის ბიუჯეტში, ხოლო კანონით დადგენილი მოსაკრებლები - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში,"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საქართველოში თბილისის გარდა სულ რამდენიმე ქალაქს აქვს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ესენია: ბათუმი; ქუთაისი; რუსთავი და ფოთი. შესაბამისად, სწორედ ამ ქალაქების საკრებულოებს მიეცემათ უფლება გამოსცენ კანონქვემდებარე აქტები, განსაზღვრონ ტაქსით სარგებლობის ლიცენზია და დააწესონ შესაბამისი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები. ამჟამად ტაქსების ლიცენზირების წესი მხოლოდ თბილისში მოქმედებს.

2025 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის შემოსავალი ტაქსის ლიცენზიებიდან 4.7 მილიონი ლარი იყო; 2024 წელს 5.6 მილიონი, 2023-ში კი 2.3 მილიონი ლარი. ლიცენზირებული ტაქსი თბილისში თეთრი ფერისაა, ამასთან მას ავტობუსისთვის გამოყოფილ Busline-ში გადაადგილების უფლება აქვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერარუსთავი 2
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებაიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE