მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის საქართველო-ADB-ის შორის $250-მილიონიანი სასესხო შეთანხმება გაფორმდა
თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის საქართველო-ADB-ის შორის $250-მილიონიანი სასესხო შეთანხმება გაფორმდა

თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის საქართველო-ADB-ის შორის $250-მილიონიანი სასესხო შეთანხმება გაფორმდა

BM.GE4 აგვისტო, 2026, 19:54|bm.ge

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება, რომელიც თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

დოკუმენტს ხელი ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლაჰმმა მოაწერეს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება თბილისის შემოვლითი გზის, დაახლოებით, 18.9-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც გამყოფი ზოლით იქნება აღჭურვილი.

გამოყოფილი დაფინანსება კონკრეტულად ორ მონაკვეთს მოხმარდება:

• ლოტი 4: თბილისის აეროპორტი – ლოჭინი; • ლოტი 5: ლოჭინი – რუსთავი.

უწყების განმარტებით, ახალი მაგისტრალის მშენებლობა მიზნად ისახავს დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვას, სატრანზიტო ნაკადების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნების გამტარუნარიანობის გაზრდას.

სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით განახორციელებს.

ცნობისთვის, თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური - რუსთავი) საერთო ჯამში დაახლოებით 49 კილომეტრის სიგრძისაა და რამდენიმე ლოტად ხორციელდება. პროექტის მე-2 და მე-3 ლოტების მშენებლობისთვის სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს. უფრო დეტალურად, 2025 წლის დეკემბერში გამოცხადებულ წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიან 490 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერში წინადადებების შეფასება უკვე მიმდინარეობს, აღნიშნულ ტენდერში არცერთმა მონაწილემ არ წარადგინა 490 მილიონ ლარზე დაბალი ფასი და წარდგენილი წინადადებები 520 მილიონი ლარიდან 952 მილიონ ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთის ტენდერს, მასში მონაწილეობა რვა კომპანიამ მიიღო და ამჟამად წინადადებების შეფასება მიმდინარეობს. ტენდერი 932 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულებით გამოცხადდა, თუმცა მასში დაფიქსირებული მინიმალური ფასი 950 მილიონი ლარი, მაქსიმალური ფასი კი 1.16 მილიარდი ლარია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 215 სტატია.

  • თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსსრუსთავი 2
  • სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავესიმედი
  • თბილისში უცხოელი სცემეს, გაიტაცეს ტელეფონები და თანხატვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →შეთანხმება →მშენებლობა →

მსგავსი სტატიები

მომხმარებლის უფლებების დარღვევისთვის ბიზნესი 214 398 ლარით დაჯარიმდა - GCCA

მომხმარებლის უფლებების დარღვევისთვის ბიზნესი 214 398 ლარით დაჯარიმდა - GCCA

BM.GE

საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის სანაცვლოდ ცხენის ხორცის მიწოდების ბრალდებით 2 პირი დააკავეს - სუს

საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის სანაცვლოდ ცხენის ხორცის მიწოდების ბრალდებით 2 პირი დააკავეს - სუს

BM.GE

2026 წლის I ნახევარში ხანძრების რაოდენობა 36%-ით შემცირდა – სტატისტიკა

2026 წლის I ნახევარში ხანძრების რაოდენობა 36%-ით შემცირდა – სტატისტიკა

BM.GE

ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება - თბილისის მერია

ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება - თბილისის მერია

BM.GE