მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეოთხე და მეხუთე მონაკვეთები ADB-ის კრედიტით დაფინანსდება
თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეოთხე და მეხუთე მონაკვეთები ADB-ის კრედიტით დაფინანსდება

თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეოთხე და მეხუთე მონაკვეთები ADB-ის კრედიტით დაფინანსდება

BM.GE7 ივლისი, 2026, 20:00|bm.ge

თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეოთხე და მეხუთე ლოტები აზიის განვითარების ბანკის კრედიტით დაფინანსება იგეგმება - ამის შესახებ მთავრობის 6 ივლისის განკარგულებაში არის აღნიშნული, რომელშიც მითითებულია რომ მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს მისცა ნება გააფორმოს შესაბამისი სასესხო შეთანხმება. განკარგულებაში კრედიტის ჯამური მოცულობის შესახებ მითითებული არაა და ის ცნობილი მხარეებს შორის ხელმოწერის შემდეგ გახდება.

19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ამ ლოტებისთვის საერთაშორისო ტენდერები გამოაცხადა.

მეოთხე ლოტი მოიცავს დაახლოებით 8.7-კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც თბილისის შემოვლით გზას ლოჭინის სატრანსპორტო კვანძთან დააკავშირებს. მეხუთე ლოტის სიგრძე 10.2 კილომეტრია და თბილისის შემოვლითი გზის სამხრეთ მონაკვეთს წარმოადგენს. აღნიშნული მონაკვეთი E60 საერთაშორისო ავტომაგისტრალს (აზერბაიჯანის მიმართულება) კახეთის გზატკეცილთან დააკავშირებს და შექმნის სწრაფ და უსაფრთხო კავშირს რუსთავს, თბილისის აღმოსავლეთ ნაწილს, აეროპორტსა და ახალ ინდუსტრიულ ზონებს შორის.

თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია და ერთდროულად ემსახურება როგორც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ისე დედაქალაქის სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სატრანზიტო ნაკადების ზრდას, მგზავრობის დროის შემცირებას, რეგიონული და საერთაშორისო კავშირების გაუმჯობესებასა და ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნების გამტარუნარიანობის გაზრდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, რუსთავის ინდუსტრიული ზონისა და კახეთის მიმართულებით გადაადგილების ეფექტიანობის გაუმჯობესება.

დაინტერესებულმა კომპანიებმა ინტერესის გამოხატვა ინგლისურ ენაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტში არაუგვიანეს 2026 წლის 3 აგვისტოს 16:00 სთ-ისა (თბილისის დროით) უნდა წარადგინონ.

სამუშაოების დაწყებიდან მე-4 ლოტის მშენებლობის ვადა 30 თვეს, ხოლო მე-5 ლოტის მშენებლობის ვადა 20 თვეს შეადგენს.

ცნობისთვის, თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური - რუსთავი) საერთო ჯამში დაახლოებით 49 კილომეტრის სიგრძისაა და რამდენიმე ლოტად ხორციელდება. პროექტის მე-2 და მე-3 ლოტების მშენებლობისთვის სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს. უფრო დეტალურად, 2025 წლის დეკემბერში გამოცხადებულ წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიან 490 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერში წინადადებების შეფასება უკვე მიმდინარეობს, აღნიშნულ ტენდერში არცერთმა მონაწილემ არ წარადგინა 490 მილიონ ლარზე დაბალი ფასი და წარდგენილი წინადადებები 520 მილიონი ლარიდან 952 მილიონ ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთის ტენდერს, მასში მონაწილეობა რვა კომპანიამ მიიღო და ამჟამად წინადადებების შეფასება მიმდინარეობს. ტენდერი 932 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულებით გამოცხადდა, თუმცა მასში დაფიქსირებული მინიმალური ფასი 950 მილიონი ლარი, მაქსიმალური ფასი კი 1.16 მილიარდი ლარია.

აეროპორტი-ლოჭინის 8.7-კილომეტრიანი მონაკვეთი:

ლოჭინი-რუსთავის 10.2-კილომეტრიანი მონაკვეთი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • ზახაროვა: დიპურთიერთობების აღდგენის ინიციატივა თბილისიდან უნდა წამოვიდესნეტგაზეთი
  • შსს: თბილისში მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცეს, ფაქტზე 5 პირი დავაკავეთფორმულა
  • პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავაიმედი
  • 18 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

როგორ შეიძლება მწეველთა ქცევის ცვლილებამ ჯანდაცვის ხარჯები 722 მილიონი ევროთი შეამციროს - ახალი კვლევა იტალიიდან

როგორ შეიძლება მწეველთა ქცევის ცვლილებამ ჯანდაცვის ხარჯები 722 მილიონი ევროთი შეამციროს - ახალი კვლევა იტალიიდან

BM.GE

25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!

25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!

BM.GE

კომოს მერმა ისტორიულ ცენტრში ველოსიპედების მოძრაობა აკრძალა

კომოს მერმა ისტორიულ ცენტრში ველოსიპედების მოძრაობა აკრძალა

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE