მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისში, Central Park Towers-ში Planet Hollywood-ის სასტუმრო ნომრების გაყიდვები დაიწყო
თბილისში, Central Park Towers-ში Planet Hollywood-ის სასტუმრო ნომრების გაყიდვები დაიწყო

თბილისში, Central Park Towers-ში Planet Hollywood-ის სასტუმრო ნომრების გაყიდვები დაიწყო

BM.GE17 მაისი, 2026, 19:42|bm.ge

საერთაშორისო ჯგუფი Planet Hollywood Resorts International, რომელსაც ლას-ვეგასში მოქმედი Planet Hollywood Las Vegas Resort & Casino ეკუთვნის, თბილისში თავის პირველ პროექტს იწყებს. კერძოდ, კავკასიის რეგიონში პირველი Planet Hollywood Hotel & Casino თბილისში, Central Park Towers-ში იხსნება. პროექტს საქართველოში Orbi Group-ი და Block Group-ი ახორციელებს.

Planet Hollywood-ის ბრენდული სასტუმრო ნომრების გაყიდვები უკვე დაიწყო. ამჟამად, მხოლოდ პირველი 100 ნომრის შემთხვევაში, მსურველს შეუძლია 250 000-დოლარიანი Planet Hollywood-ის ბრენდული სასტუმრო ნომრის მესაკუთრე 150,000 დოლარად გახდეს და კომპანიის გაანგარიშებით, მიიღოს 35,000 დოლარამდე დაგეგმილი წლიური შემოსავალი Planet Hollywood-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ნომრების შეძენა დისტანციურადაც არის შესაძლებელი.

როგორც გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ სტუმრობისას Orbi Group-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ პროექტზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მრავალფუნქციური კომპლექსის ნაწილი, რომელიც შედგება ორი 43-სართულიანი თაუერისგან.

„ამ თაუერებს აერთიანებს შვიდსართულიანი პოდიუმი, სადაც ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილია განთავსებული. მინდა აღვნიშნო, რომ პირველ თაუერს 612 ნომრით Radisson Blu მართავს, ხოლო მეორე თაუერში, სადაც 550 ნომერი იქნება განთავსებული, ლეგენდარული ბრენდი Planet Hollywood დაიდებს ბინას.

ამ კომპლექსის მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ ორ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო გამოცდილ სასტუმრო ბრენდთან ერთად, არის მისი მასშტაბური და შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურა. პირველ რიგში, აღვნიშნავდი 4 000 ადამიანზე გათვლილ თბილისში ყველაზე დიდ მასშტაბურ ივენთ ჰოლს ღონისძიებათა სივრცეს, რომელიც გათვლილია ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისთვის. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უკვე დაგეგმილია, რომ გახსნის მომენტიდან ყოველ კალენდარულ წელს გეგმიურად 150 საერთაშორისო ივენთი გაიმართება, როგორიც იქნება შოუბიზნესის, საქმიანი ტურიზმის, სპორტული ღონისძიებების, ჩვენებების ღონისძიებები და კიდევ ბევრი სხვა.

პროექტის მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს პირველი მაღალი კლასის ბრენდების მოლი, რომელიც Harvey Nichols-ის ბრენდით იქნება წარმოდგენილი. ეს ბრიტანული ბრენდია, რომელიც 1831 წლიდან ფუნქციონირებს და მასში განთავსებულია ისეთი კლასის ბრენდები, როგორიც არის Dolce & Gabbana, Gucci, Loro Piana, Brioni, Valentino და ასე შემდეგ. პრაქტიკულად მოიცავს 250-ზე მეტ ლუქს კლასის ბრენდს, რომელიც უკვე თბილისში იქნება წარმოდგენილი Harvey Nichols-თან ერთად.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს იქნება საკმაოდ მიმზიდველი და მასშტაბური გასტრონომიული ცენტრი, იმიტომ რომ იქნება საერთაშორისო გასტრონომიული სივრცეები, რესტორნები, კაფეები... ისეთები, როგორიც არის მაგალითად, Chotto Matte ლონდონიდან, Beefbar მონტე-კარლოდან, Angelina პარიზიდან, რობერტოსი და რუმბა დუბაიდან. ჩვენს ქსელში ასევე იქნება Ginza Project-ი წარმოდგენილი, რომელიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან ძლიერი ბრენდია რესტორნების და სტუმართმასპინძლობის სექტორში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ხარისხს და სტატუსს.

ამავე კომპლექსში განთავსებული იქნება მოცულობით ყველაზე დიდი სპა-ცენტრი, სადაც საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი სინგაპურიდან, რომლის გამოცხადებასაც უახლოეს დღეებში ვგეგმავთ. ამავე კომპლექსში ჩვენ გვაქვს Planet Hollywood-ის გასართობი სათამაშო სივრცეც, რომელიც იქნება პირველი ლას-ვეგასის კაზინო ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში. ამავდროულად აღარაფერს ვამბობ კლუბებზე, ღამის კლუბებზე, კაბარეებზე, ბიჩ კლაბზე (Beach Club) და სხვა გასართობ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ამ ორ გიგანტ სასტუმრო ბრენდთან - Planet Hollywood-თან და Radisson Blu-სთან ერთად, ქმნიან უნიკალურ კომპლექსს - Central Park Towers-ს, რაც ახალი მიზიდულობის ადგილი იქნება ჩვენი ქალაქისთვის”, - განაცხადა "ბიზნესის კვირეულში" სტუმრობისას Orbi Group-ის გენერალურ დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ.

რაც შეეხება პროექტის მიმდინარეობას, კვერღელიძის თქმით, ყველა ბრენდთან ხელშეკრულებები გაფორმებულია, ორი 43-სართულიანი თაუერი უკვე აშენებულია, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მიმდინარეობს ფასადის შემინვის და შიდა სარემონტო სამუშაოები. კომპლექსის დასრულება და მისი გრანდიოზული გახსნა 2027 წლის სექტემბერში იგეგმება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უნგრეთი ევროს მიღების კრიტერიუმების დაკმაყოფილებას 2030 წლისთვის გეგმავს

უნგრეთი ევროს მიღების კრიტერიუმების დაკმაყოფილებას 2030 წლისთვის გეგმავს

BM.GE

18 მაისის ღონისძიებების ანონსი

18 მაისის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ვენახის გაშენების ნებართვაზე ცვლილებები ყურძნის ჭარბწარმოებაზე გავლენას ვერ მოახდენს - სამანიშვილი

ვენახის გაშენების ნებართვაზე ცვლილებები ყურძნის ჭარბწარმოებაზე გავლენას ვერ მოახდენს - სამანიშვილი

BM.GE

"უკვე შევძელით 5-ვარსკვლავიანი შეფასებების და ერთგული სტუმრების მოპოვება" - პარიზში გახსნილი ქართული რესტორანი "ოდა"

"უკვე შევძელით 5-ვარსკვლავიანი შეფასებების და ერთგული სტუმრების მოპოვება" - პარიზში გახსნილი ქართული რესტორანი "ოდა"

BM.GE