მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისში დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება - კალაძე
თბილისში დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება - კალაძე

თბილისში დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება - კალაძე

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 15:27|bm.ge

განახლება: მერია ცენტრს არ ააშენებს, ორგანიზაციას მხოლოდ მიწის ნაკვეთი გადაეცემა.

თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრის შექმნის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან არაერთი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ოჯახების საჭიროებები და არსებული გამოწვევები განიხილეს.

„მშობლებთან არაერთი შეხვედრა გვქონდა და დეტალურად განვიხილეთ ის საჭიროებები, რომლებიც ამ ოჯახებს აქვთ. სწორედ ამ საუბრისა და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად გლდანის რაიონში 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი გადავცეთ ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ისეთი სივრცე, სადაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ კომპლექსური სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურება. ვფიქრობ, ასეთი გარემოს არსებობა მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შესაბამისი სერვისების მიღების, არამედ განვითარების, სოციალიზაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, ცენტრის შექმნა იმ გადაწყვეტილებების ნაწილია, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდაჭერის მიმართულებით მიიღება, პროცესში კი თბილისის მუნიციპალიტეტიც მონაწილეობს.

შეგახსენებთ, 4 ივნისს გახდა ცნობილი, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიუშენის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე იმუშავებდა. ამავე დღეს შეწყდა კანცელარიასთან თითქმის ორთვიანი აქცია, რომლის ფარგლებშიც მშობლები მორიგეობით ათევდნენ ღამეს.

მშობლები სახელმწიფოსგან ოთხიდან ერთი დასახელების მედიკამენტის დაფინანსებას ითხოვდნენ. ოთხივეს აქვს ამერიკის წამლის მარეგულირებლის (FDA) ლიცენზია, ხოლო ორ მათგანს — ევროპული მარეგულირებლის (EMA) ავტორიზაციაც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →კალაძე →ცენტრი →

მსგავსი სტატიები

რატომ გვისწრებს სომხეთი ტექნოლოგიურ რბოლაში და რა სჭირდება საქართველოს? - ანზორ მეხრიშვილის შეფასება

რატომ გვისწრებს სომხეთი ტექნოლოგიურ რბოლაში და რა სჭირდება საქართველოს? - ანზორ მეხრიშვილის შეფასება

BM.GE

სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის ₾200-მილიონიან ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია - მინისტრი

სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის ₾200-მილიონიან ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია - მინისტრი

BM.GE

"ქართული სტარტაპების შეფასება $20 მილიონსაც აჭარბებს" - რას სჭირდებათ ინვესტორებს ეკოსისტემისგან?|მოსაზრება

"ქართული სტარტაპების შეფასება $20 მილიონსაც აჭარბებს" - რას სჭირდებათ ინვესტორებს ეკოსისტემისგან?|მოსაზრება

BM.GE

ვინ გახდება გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი? - კანდიდატები

ვინ გახდება გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი? - კანდიდატები

BM.GE