
2025 წელს ქვეყანაში მეცნიერულ კვლევებზე ₾282 მლნ ლარი დაიხარჯა | საქსტატი
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში მეცნიერულ კვლევებს 69 დაწესებულება ახორციელებდა, რომელთა მიერ კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებაზე წლის განმავლობაში გაწეულმა ხარჯებმა 282 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 16%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 2%-ით გაიზარდა და 16 552 შეადგინა, რომელთაგან 14 390 მკვლევარია. მკვლევრების 55% ქალია, ხოლო 45% - კაცი. მკვლევართა 67.5% დოქტორი ან მასთან გათანაბრებულია, 30% - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.7% - ბაკალავრი.
მკვლევრების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს,რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 250 შეადგენს (22.6%). ხოლო ყველაზე მცირე ნაწილისოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 474 პირია დასაქმებული(3.3%).
BM.GE
წყარო: bm.ge