მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება

თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 20:47|bm.ge

ART Riverfront Hotel Tbilisi განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. Marriott International-თან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, სასტუმრო ეტაპობრივად Le Méridien-ის ბრენდის ქვეშ გააგრძელებს ოპერირებას და Marriott International-ის გლობალურ პორტფელს შეუერთდება. ეს თბილისში Le Méridien-ის პირველი სასტუმრო იქნება, რომელიც დედაქალაქში ბრენდისთვის დამახასიათებელი დიზაინის, კულტურისა და სტუმარმასპინძლობის გამოცდილებას შემოიტანს.

მტკვრის სანაპიროზე, დოდო აბაშიძის ქუჩა 17/4-ში მდებარე სასტუმრო ერთ სივრცეში გააერთიანებს თანამედროვე დიზაინს, კომფორტულ განთავსებას, გამორჩეულ გასტრონომიულ გამოცდილებებს, სოციალურ სივრცეებსა და გემოვნებით ინტეგრირებულ ხელოვნებას. ამ ყველაფერს სტრატეგიულად შერჩეული ადგილმდებარეობა ავსებს, რომელიც ქალაქის ძირითად უბნებთან მარტივ წვდომასა და სტუმრებისთვის სასტუმროში კომფორტულად მოხვედრას უზრუნველყოფს.

შენობის არქიტექტურული დიზაინი „ხმალაძე არქიტექტორებს“ ეკუთვნის, რომლის ხედვამ თანამედროვე არქიტექტურა ორგანულად შეუთავსა ქალაქის ისტორიულ და კულტურულ კონტექსტს.

სასტუმრო 152 ნომერს, 4 მრავალფუნქციურ საკონფერენციო სივრცეს, რესტორანს ტერასით, რუფტოპ ბარს, ღვინის ოთახს, ფიტნეს ცენტრს, გამწვანებულ ბაღსა და სტუმრებისთვის განკუთვნილ მიწისქვეშა ავტოსადგომს აერთიანებს, რაც დამატებით კომფორტს ქმნის როგორც სასტუმროს სტუმრებისთვის, ისე რესტორნის ვიზიტორებისა და ღონისძიებების დამსწრეებისთვის.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქის ახალი მიზიდულობის წერტილი, EIGHT Rooftop Bar იქნება, რომლის გასტრონომიულ ფილოსოფიაზე, კულინარიულ მიმართულებასა და მენიუს კონცეფციაზე ცნობილმა ქართულმა მასპინძლობის საკონსულტაციო სააგენტო Salt Projects-მა იმუშავა. სივრცე სტუმრებს თბილისის პანორამულ ხედებთან ერთად გამორჩეულ გასტრონომიულ და სოციალურ გამოცდილებას შესთავაზებს.

სასტუმროს საფირმო რესტორანი NAR სტუმრებს ქართული და აზერბაიჯანული კულინარიული ტრადიციების თანამედროვე ინტერპრეტაციას შესთავაზებს და ორი ქვეყნის სამზარეულოს ერთიან გასტრონომიულ გამოცდილებაში გააერთიანებს.

ხელოვნება და დიზაინი სასტუმროს საერთო სტუმარმასპინძლობის გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. მისი მხატვრული მიმართულება სპეციალურად Gamrekeli Gallery-სთან კოლაბორაციით შეიქმნა. აქ წარმოდგენილი ნამუშევრები საგულდაგულოდ სასტუმროსთვის დამზადდა. აქვე არის განთავსებული ცნობილი ქართველი მოქანდაკის, ერეკლე წულაძის, სპეციალურად შექმნილი სკულპტურები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ART Riverfront Tbilisi-ის იდენტობას, როგორც ადგილს, სადაც სტუმარმასპინძლობა, ხელოვნება და რეგიონის ხასიათი ერთმანეთს ერწყმის.

თბილისის ერთ-ერთ დინამიკურ უბანში მდებარე Le Méridien Tbilisi საერთაშორისო მოგზაურებისა და ადგილობრივი საზოგადოების ახალი დანიშნულების ადგილი გახდება. განთავსების, გასტრონომიის, სოციალური სივრცეების, შეხვედრებისა და ღონისძიებების, ღია სივრცეების, დიზაინისა და კულტურის ერთობლიობა სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, სასტუმრო ტრადიციული განთავსების გამოცდილების მიღმაც აღმოაჩინონ.

ART Riverfront Tbilisi Absheron Hotel Group-ს ეკუთვნის, რეგიონის ერთ-ერთ უმსხვილეს სტუმარმასპინძლობის ჯგუფს, რომელიც წარმატებით მართავს სასტუმროებს აზერბაიჯანში, თურქეთსა და მონტენეგროში. საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია კომპანიის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისის მზარდ მნიშვნელობას რეგიონულ ტურისტულ რუკაზე.

ტრანსფორმაციის დასრულების შემდეგ, Le Méridien Tbilisi საქართველოს დედაქალაქში პირველად შემოიტანს საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდის გამოცდილებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 191 სტატია.

  • თბილისის საკრებულოში საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტისა და IBSA-ს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართაიმედი
  • მოსკოვმა, ოკუპირებულმა სოხუმმა და ცხინვალმა თბილისს მოთხონები წაუყენესფორმულა
  • სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდარუსთავი 2
  • თბილისში საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეები გარდაცვლილები ნახესტვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ქართულ ბანკებში დეპოზიტებმა ₾75.6 მილიარდს მიაღწია - წლიური ზრდა 21.7%-ია

ქართულ ბანკებში დეპოზიტებმა ₾75.6 მილიარდს მიაღწია - წლიური ზრდა 21.7%-ია

BM.GE

მოსკოვში ახალი საცხოვრებლის გაყიდვები პანდემიის შემდგომ მინიმუმამდე დაეცა

მოსკოვში ახალი საცხოვრებლის გაყიდვები პანდემიის შემდგომ მინიმუმამდე დაეცა

BM.GE

აგვისტოში საბანკო დაკრედიტება ₾836 მილიონით, 76.5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

აგვისტოში საბანკო დაკრედიტება ₾836 მილიონით, 76.5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE