მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სექტემბერში, თბილისში ახალი და ძველი ბინები გაძვირდა | გაიზარდა საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებიც
სექტემბერში, თბილისში ახალი და ძველი ბინები გაძვირდა | გაიზარდა საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებიც

სექტემბერში, თბილისში ახალი და ძველი ბინები გაძვირდა | გაიზარდა საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებიც

BM.GE19 ოქტომბერი, 2026, 14:07|bm.ge

სექტემბერში თბილისში $376 მილიონის ღირებულების 4 245 ბინა გაიყიდა. Colliers-ის მიერ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებული მონაცემებით, საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ წლიურად 6.4%-ით, ხოლო ბაზრის 24.1%-ით არის გაზრდილი.

ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 9.8%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (6.3%), ისე მეორეულ ბაზრებზე (14.6%). ტრანზაქციების რაოდენობა 4.7%-ით შემცირდა ძველ პროექტებში.

"თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი გასული წლის სექტემბერთან შედარებით მცირედით გაიზარდა და 12% შეადგინა", - აღნიშნავენ Colliers Georgia-ში.

რაც შეეხება საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულებას, სექტემბერში, დედაქალაქში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის სექტემბერთან შედარებით გარეუბნებში 9.9%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრში - 15%-ით, ხოლო, ქალაქის ცენტრში 12.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

"ფართო ცენტრში რამდენიმე ძვირიანი პროექტის რეგისტრაცია დაიწყო, რამაც იმოქმედა ფასების ზრდაზე", - განმარტავენ Colliers Georgia-ში.

ამასთან, ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.9% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 10%-ით გაიზარდა.

ძველი ბინების შემთხვევაში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის სექტემბერთან შედარებით ქალაქის ცენტრში 16.8%-ით, ფართო ცენტრში 17.3%-ით, ხოლო გარეუბანში 10.9%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 14%-ით მოიმატა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავში 22 მეწარმე გადამზადდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავში 22 მეწარმე გადამზადდა

BM.GE

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან იწყება | აცრა უფასოა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან იწყება | აცრა უფასოა

BM.GE

AI და PropTech უძრავ ქონებაში: როგორ შეიძლება შეიცვალოს ქონების ყიდვა-გაყიდვისა და მართვის პროცესი ხელოვნურმა ინტელექტმა

AI და PropTech უძრავ ქონებაში: როგორ შეიძლება შეიცვალოს ქონების ყიდვა-გაყიდვისა და მართვის პროცესი ხელოვნურმა ინტელექტმა

BM.GE

საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ჰაბის წარდგენა ტაშკენტში 24 ოქტომბერს გაიმართება

საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ჰაბის წარდგენა ტაშკენტში 24 ოქტომბერს გაიმართება

BM.GE