მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს - მერია
„თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს - მერია

„თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს - მერია

BM.GE15 აგვისტო, 2026, 15:55|bm.ge

თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის, გამგეობებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

მერიაში აღნიშნავენ, რომ წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. გაწმენდისა და ამოტუმბვის სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

"თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ პრობლემურ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა.

სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეციალური მძიმე ტექნიკა, ისე „თბილსერვის ჯგუფის“ ცოცხალი ძალა. პარალელურად, ირეცხება სანიაღვრე ქსელები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ასევე იწმინდება სანიაღვრე ჭები. მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სავალი ნაწილის გაწმენდა ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი მიწისგან.

„დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა ათივე რაიონში პრობლემები შექმნა. გზის სავალ ნაწილებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი. ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ გაწმენდის სამუშაოებს. განსაკუთრებით ინტენსიური ნალექი მოვიდა ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 თანამშრომელი ყველა პერიმეტრზეა მობილიზებული და ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში. პროცესი პრობლემების სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება“, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი პაპავამ.

ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა. დაიტბორა კერძო სახლები და სარდაფები, ოქროყანაში, ციურიხის ქუჩის N21-ში კი ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი. ასევე, ქალაქის მასშტაბით, დაიტბორა ქუჩები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია.

ძლიერი წვიმის შედეგად ნაძალადევის რაიონში, სანერგეს ქუჩაზე ჩამოიშალა მიწის მასა, რამაც დააზიანა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამსულიან ოჯახს ნაძალადევის გამგეობამ დროებით ალტერნატიულ ფართში გადაყვანა შესთავაზა.

გარდა ამისა, სხვადასხვა უბანში მდებარე რამდენიმე შენობის ფასადზე ჩამოშლილია ბათქაში. ბახტრიონის ქუჩაზე ავტომობილები მოყოლილია ფერდიდან ჩამოშლილი მიწის ნაშალში. რაც შეეხება ლეღვთახევს, ადიდებული მდინარე უკვე დაუბრუნდა თავის ძველ ნიშნულს და უახლოეს დღეებში მოხდება ტერიტორიის გაწმენდა.

თბილისის მერიის წარმომადგენლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს და ადგილზე რჩებიან პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე. ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით - 032 2 72 22 22.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეჟიმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • გიორგი ვოლსკი ქსენოფობიურ განცხადებებზე: ერთი, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად სტაბილურია ქვეყანა და რასაკვირველია, ამ მიმართულებით მთავარი დარტყმა უნდათ, რომ განახორციელონ და მეორე, უფრო აგრესიული გახდეს ოკუპაციის ის რეჟიმი, რომელიც არსებობსიმედი
  • საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდანეტგაზეთი
  • სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ეს ძალა, რომელიც ზიზღის, სიძულვილის კამპანიას ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს, ჩვენ ვართ განწირული გამარჯვებისთვის - მიხეილ ყაველაშვილირუსთავი 2
  • "ქურდული გარჩევების" საქმე - ძმები წულუკიძეების პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდებატვ პირველი
რეჟიმში →სამსახურის →

მსგავსი სტატიები

ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება - ბათუმის აეროპორტში 2 უცხოელი დააკავეს

ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება - ბათუმის აეროპორტში 2 უცხოელი დააკავეს

BM.GE

თანხის სანაცვლოდ უცხოელებს ბინადრობის ნებართვას ჰპირდებოდნენ - დაკავებულია საქართველოს 5 და თურქეთის 1 მოქალაქე

თანხის სანაცვლოდ უცხოელებს ბინადრობის ნებართვას ჰპირდებოდნენ - დაკავებულია საქართველოს 5 და თურქეთის 1 მოქალაქე

BM.GE

თბილისში ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანია დაკავებული - შსს

თბილისში ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანია დაკავებული - შსს

BM.GE

ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

BM.GE