მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „თეგეტა ჰოლდინგმა“ SAP S/4HANA დანერგა - რას ცვლის ახალი სისტემა კომპანიისა და მომხმარებლებისთვის?
„თეგეტა ჰოლდინგმა“ SAP S/4HANA დანერგა - რას ცვლის ახალი სისტემა კომპანიისა და მომხმარებლებისთვის?

„თეგეტა ჰოლდინგმა“ SAP S/4HANA დანერგა - რას ცვლის ახალი სისტემა კომპანიისა და მომხმარებლებისთვის?

BM.GE13 ნოემბერი, 2026, 00:34|bm.ge

"თეგეტა ჰოლდინგმა" ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მასშტაბური ეტაპი დაასრულა - კომპანიამ დანერგა SAP S/4HANA - ბიზნესპროცესების მართვის სისტემა, რომელიც ფინანსებს, მარაგებს, გაყიდვებსა და ოპერაციებს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

კომპანიის წარმომადგენლებმა "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრეს, თუ რატომ გადაწყვიტა „თეგეტამ“ ცვლილება და როგორ აისახება ის კომპანიის მუშაობასა და მომხმარებელზე.

„თეგეტა ჰოლდინგის“ SAP-ის დეპარტამენტის უფროსი თამთა მეგრელიშვილი განმარტავს, რომ „თეგეტამ“ 17 წლის წინ დანერგილი სისტემა SAP-ის უახლესი ვერსიით (S/4HANA) ჩაანაცვლა, რადგან კომპანიის ზრდასთან ერთად ტექნოლოგიური ბაზის განახლება და მოძველებული მონაცემების გასუფთავება გახდა საჭირო. ის აღნიშნავს, რომ ცვლილების მთავარი მიზანი სერვისის გაუმჯობესებაა - მომსახურების დროის შემცირება, პროდუქციის მარტივად მოძიება და უფრო სწრაფი, ეფექტური მომსახურების შეთავაზება.

"S/4HANA გვაძლევს საშუალებას, თანამედროვე ტრენდებით მოწოდებული სხვადასხვა შესაძლებლობები გამოვიყენოთ. მაგალითად, მონაცემთა დამუშავების სწრაფი შესაძლებლობა აქვს, რაც არ ჰქონდა ძველ სისტემას. მაქსიმალურად იყენებს საუკეთესო გამოცდილებებს, რომ მზა გადაწყვეტილებები შესთავაზოს კომპანიას, ანუ გაჩვენებს მაგალითს, როგორ შეიძლება პროცესი მუშაობდეს, რასაც ითვალისწინებ და ამატებ კომპანიის სპეციფიკებს. შესაბამისად, ეს სამუშაოებს გახდის მეტად ავტომატიზირებულს. არსებობს სხვადასხვა გზები, რომლითაც შეგიძლია ტექნიკურად გააუმჯობესო როგორც საბოლოო მომხმარებლის გამოცდილება, ისე კლიენტის გამოცდილება, რომელიც ჩვენთან მოდის.

ახლა გვაქვს გარდამავალი ეტაპი და შეიძლება მომხმარებლისთვის დღევანდელი გადმოსახედიდან იყოს რაღაცა ტიპის შენიშვნები, რომლებსაც შეიტანდა „თეგეტას“ სამუშაო პროცესში. სულ სამი თვეა, რაც გადავედით S/4HANA-ზე და ერთი დღე არ გაგვიჩერებია განვითარებაზე ზრუნვა, მთავარი ამოსავალი წერტილი „თეგეტასთვის“ არის, რომ მომხმარებელი იყოს კმაყოფილი, მისი გზა შეიცვალოს უკეთესობისკენ, შემცირდეს მომსახურების დრო, უკეთესი ხარისხი შევთავაზოთ",- ამბობს თამთა მეგრელიშვილი.

„თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი ფინანსური ოფიცერი ნინო მამისაშვილი ამბობს, რომ S/4HANA „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ბირთვია, რომელიც სუფთა მონაცემებზე დაყრდნობით ქმნის მყარ ფუნდამენტს მომავალი ათწლეულების ინოვაციების დასანერგად. მისი განცხადებით, იმავე სისტემის გამოყენება, რასაც ავტოინდუსტრიის გიგანტები იყენებენ, ამყარებს ინვესტორებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას, საბოლოოდ კი მომხმარებლისთვის უფრო სწრაფ და მორგებულ სერვისს უზრუნველყოფს.

"ციფრულ ტრანსფორმაციაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვდებთ და SAP S/4HANA ამის ბირთვია, იმიტომ რომ ისეთი მასშტაბური ორგანიზაციისთვის, როგორიც „თეგეტა ჰოლდინგია“, ერთიანი ციფრული ეკოსისტემა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ბიზნესი კიდევ უფრო განავითაროს. ჩვენთვის ძირითადად ეს არის მასშტაბირებადი მოდელის შექმნის პირველი ნაბიჯები.

2009 წელს დავნერგეთ პირველად SAP-ი, ამის მერე ძალიან ბევრი ინდივიდუალური ცვლილება დაგროვდა, იმიტომ რომ ორგანიზაცია სხვა მასშტაბის იყო 2009 წელს. ახლა ძალიან ბევრი ბიზნეს მიმართულება, ბევრი პარტნიორი დაგვემატა და სხვა მასშტაბის ორგანიზაციაზე ვსაუბრობთ და ამ 17 წლის განმავლობაში ბუნებრივია, რომ ორგანიზაციას ჰქონდა საჭიროებები, სისტემა განევითარებინა და მოერგო არსებულ ბიზნეს პროცესებს.

რომ შევხედოთ ჩვენს ინდუსტრიაში ოპერირებად ლიდერებს, როგორიც არის Porsche, Toyota, BMW, Mercedes-ი, იყენებენ SAP S/4HANA-ს, რაზეც ახლა გადავედით ჩვენ. ჩვენი ჰოლდინგი ბევრ მიმართულებას და კომპანიას მოიცავს. ორ ყველაზე მსხვილ საოპერაციო მიმართულებაში გავუშვით S/4HANA და დანარჩენები არის დაგეგმილი შემდგომი წლის ივნის-ივლისის პერიოდამდე. პარალელურად, ვავითარებთ უკვე იმ კომპანიებში, სადაც დავნერგეთ.

რაც შეეხება, როგორ გვაძლიერებს ეს. ჩვენ ძალიან ბევრი ინვესტორი გვყავს, ერთ-ერთი მსხვილი ბონდების გამომშვები ვართ ქართულ ბაზარზე და თითქმის ყველა რეპუტაციული ფინანსური ინსტიტუტი არის ჩვენი ინვესტორი. როდესაც ამ ბრენდების იდენტურ სააღრიცხვო და მართვის სისტემებს იყენებ, ბევრად ადვილია, ბევრად ღრმა არის ნდობა და გრძელვადიანია თანამშრომლობა. ასევე, ყველასთვის ეს არის გზავნილი, რომ ჩვენ შევქმენით ფუნდამენტი, რომელზეც შემდგომ ინოვაციურ განვითარებას ვაშენებთ. ჩვენ მონაცემების საცავი გავაკეთეთ, მასზე დაშენებული AI ასისტენტით და ამისთვის ეს ფუნდამენტი, SAP-ი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საბოლოო ჯამში ეს უნდა აისახოს იმაში, რომ ჩვენ მომხმარებელს ბევრად უფრო სწრაფად, ხარისხიან და მასზე მორგებულ მომსახურებას გავუწევთ",- ამბობს ნინო მამისაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართ - კობახიძე

კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართ - კობახიძე

BM.GE

13 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

13 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

BM.GE

საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო

საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო

BM.GE