მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო

საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 23:33|bm.ge

საქართველოს ბანკისა და LEAF-ის თანამშრომლობით, საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო. ტურის მიზანია, ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.

პირველი საინფორმაციო შეხვედრები რუსთავსა და გორში უკვე გაიმართა.

შეხვედრებზე მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ, სადაც მათ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამასთან, მონაწილეები გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, გაიგეს, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.

რეგიონული ტური ქუთაისსა და ზუგდიდში გაგრძელდება:

• 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50; • 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14.

შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.

საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა

სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა

BM.GE

რა პირობებით გაერთიანდება ჰესების პროექტები და გახანგრძლივდება მშენებლობის ვადები - მთავრობამ ცვლილებები დაამტკიცა

რა პირობებით გაერთიანდება ჰესების პროექტები და გახანგრძლივდება მშენებლობის ვადები - მთავრობამ ცვლილებები დაამტკიცა

BM.GE

ვინ გახდა NVIDIA-ს ახალი დირექტორი?

ვინ გახდა NVIDIA-ს ახალი დირექტორი?

BM.GE

საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა

საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა

BM.GE