მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტერაბანკის საკრედიტო ბარათი აგრო ბიზნესისთვის
ტერაბანკის საკრედიტო ბარათი აგრო ბიზნესისთვის

ტერაბანკის საკრედიტო ბარათი აგრო ბიზნესისთვის

BM.GE28 აპრილი, 2026, 14:57|bm.ge

ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს და მომხმარებლებს ახალ პროდუქტს – აგრო საკრედიტო ბარათს სთავაზობს, რომელიც ფერმერებისა და აგრო საქმიანობაში ჩართული პირების საჭიროებებზეა მორგებული.

ბარათი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო პროდუქცია, მათ შორის აგრეგატები, სასუქები, მესაქონლეობის, მეფრინველეობისა და მეთევზეობისთვის განკუთვნილი საკვები და სხვა აუცილებელი ინვენტარი პარტნიორ ობიექტებში.

პროდუქტი ითვალისწინებს ბიზნესის სეზონურობის და ეფუძნება პრინციპს „აიღე ახლა, დაფარე მოსავლის აღების შემდეგ“, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საჭირო რესურსები დროულად შეიძინონ. ბარათი მოიცავს 9 თვემდე საშეღავათო პერიოდს, მომხმარებლის ბიზნესზე მორგებულ გადახდის გრაფიკს და ლიმიტის დისტანციურად დამტკიცების შესაძლებლობას ობიექტზე ვიზიტის გარეშე.

აღნიშნული ბარათი ხელმისაწვდომია ფიზიკური და მეწარმე ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც აგრო საქმიანობას ეწევიან.

აგრო საკრედიტო ბარათი ტერაბანკის კიდევ ერთი ნაბიჯია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათი საქმიანობის განვითარებაზე კონცენტრირდნენ, ხოლო ფინანსურ რესურსებზე მოქნილი პირობებით ჰქონდეთ წვდომა.

ბარათის შესაკვეთად და პარტნიორ ობიექტებზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. https://shorturl.at/9kBAy

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE