მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტერაბანკმა 8 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციები განათავსა
ტერაბანკმა 8 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციები განათავსა

ტერაბანკმა 8 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციები განათავსა

BM.GE3 ივნისი, 2026, 17:54|bm.ge

ტერაბანკმა 8 მილიონი დოლარის მოცულობის უვადო, სუბორდინირებული, დამატებითი პირველადი კაპიტალის კერძო ობლიგაციები განათავსა. ტრანზაქციის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია.

ფასიან ქაღალდებზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა, ინვესტორები კი ძირითადად ფიზიკური პირები არიან.

ობლიგაციების გამოშვება ტერაბანკის კაპიტალის ბაზის კიდევ უფრო გაძლიერებას, კაპიტალის სტრუქტურის დივერსიფიკაციასა და ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების მხარდაჭერას ემსახურება. ამავდროულად, აღნიშნული ნაბიჯი სესხის პორტფელისა და პროდუქტების ხაზის გაფართოებას უწყობს ხელს, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის როგორც ბიზნესკლიენტებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის.

ობლიგაციების წარმატებით განთავსება ასახავს ინვესტორების ნდობას ბანკის ფინანსური მდგრადობისა და განვითარების ხედვის მიმართ.

ტერაბანკი 1999 წლიდან ოპერირებს ქართულ საფინანსო სექტორში და მომხმარებლებს მრავალფეროვან, მოქნილ და სანდო ფინანსურ გადაწყვეტებს სთავაზობს. ბანკის მთავარი ფოკუსი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა — ტერაბანკი მათთვის სანდო პარტნიორია ზრდისა და განვითარების გზაზე. ბანკის სტრატეგია ორიენტირებულია ინოვაციასა და ტექნოლოგიურ პროგრესზე, რაც მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და პერსონალიზებული მომსახურების შექმნას უზრუნველყოფს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE