მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „თერმო ცენტრი“ იტალიური წამყვანი ბრენდის, Ariston-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში
„თერმო ცენტრი“ იტალიური წამყვანი ბრენდის, Ariston-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში

„თერმო ცენტრი“ იტალიური წამყვანი ბრენდის, Ariston-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში

BM.GE27 მაისი, 2026, 20:17|bm.ge

საქართველოს კლიმატური სისტემების და საინჟინრო მომსახურების ბაზრის ლიდერი კომპანია „თერმო ცენტრი“ მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდის, Ariston-ის ოფიციალური პარტნიორი და წარმომადგენელი გახდა. ეს სიახლე ქართველი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტ ხელმისაწვდომობას ნიშნავს უმაღლესი ევროპული სტანდარტის პროდუქციაზე.

Ariston-ს გათბობის სისტემების შექმნის 97 წლიანი გამოცდილება აქვს. ბრენდის თითოეული ცენტრალური გათბობის ქვაბი შექმნილია მაქსიმალური გამძლეობისთვის, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოხმარებისთვის.

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, არისტონის გათბობის ქვაბი უზრუნველყოფს ენერგიის ოპტიმალურ გამოყენებას, რაც საგრძნობლად ამცირებს კომუნალურ დანახარჯებს.ამავდროულად გამოირჩევა დახვეწილი იტალიური დიზაინით. გარდა ამისა, სისტემის მართვა შესაძლებელია დისტანციურად, Wi-Fi - ის მეშვეობით, და იგი სრულად თავსებადია იატაკის გათბობასთან. ამასთანავე, მოწყობილობების მრავალსაფეხურიანი დაცვის სისტემები სახლში ქმნის გარემოს, სადაც სრული სიმშვიდე და უსაფრთხოება გარანტირებულია.

„თერმო ცენტრის“ ფილიალებში უკვე ხელმისაწვდომია არისტონის გამორჩეული და მოთხოვნადი მოდელები: Ariston CARES XC, Ariston CLAS XC და Ariston CLAS ONE.

ოფიციალური წარმომადგენლობის ფარგლებში, „თერმო ცენტრი“ მომხმარებლებს სთავაზობს:

• ორიგინალ, იტალიაში დამზადებულ Ariston-ის სერტიფიცირებულ ასორტიმენტს. • სრულ მხარდაჭერას - პროფესიონალურ კონსულტაციას და ავტორიზებულ ტექნიკურ სერვისს; • ხანგრძლივ, 4 და 5 წლიან ოფიციალურ გარანტიას Ariston-ის პროდუქციაზე.

„ჩვენი ხედვაა, ვიყოთ ყველაზე სანდო და ინოვაციური პარტნიორი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მუდმივად ავითარებს ინდუსტრიას, ნერგავს თანამედროვე სტანდარტებს და მომხმარებელს სთავაზობს მთავარს - მაღალი ხარისხის პროდუქციასა და სრულყოფილ მომსახურებას. იტალიურ ბრენდ Ariston-თან პარტნიორობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საქართველოში ევროპული ხარისხის, ეფექტური და უსაფრთხო გათბობა-გაგრილების სისტემების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს,“ - აღნიშნავს „თერმო ცენტრის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ტაბატაძე.

კომპანიის შესახებ: „თერმო ცენტრი“ საქართველოს ბაზარზე 2001 წლიდან ოპერირებს და დღეს წარმოადგენს წამყვან კომპანიას გათბობის, გაგრილების, წყალმომარაგებისა და სავენტილაციო სისტემების სფეროში. კომპანიის გუნდის მთავარი მიზანია მომხმარებლებს მუდმივად შესთავაზოს მაღალი ხარისხის გათბობა გაგრილების სისტემები, პროფესიონალური კონსულტაცია და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისი. წლების განმავლობაში „თერმო ცენტრმა“ შეძლო სწრაფი და ამავდროულად სტაბილური განვითარება, რის შედეგადაც კომპანია დღეს უკვე მთავარი მოთამაშეა კლიმატური და სისტემების ინდუსტრიაში საქართველოში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • პოლონეთში Patriot-ის რაკეტების ტექნიკური მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნებაფორმულა
  • სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელს ეხმაურება: ჟასმინი ძალიან მიყვარს - დედაჩემმა მას კიევის ცენტრში ბინა აჩუქა და ფინანსურადაც ეხმარებარუსთავი 2
  • მდინარაძის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდებატვ პირველი
  • სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგანეტგაზეთი
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE