მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Tesla და SpaceX-ი შესაძლოა წლის ბოლომდე გაერთიანდნენ - Barclays-ი პროგნოზი
Tesla და SpaceX-ი შესაძლოა წლის ბოლომდე გაერთიანდნენ - Barclays-ი პროგნოზი

Tesla და SpaceX-ი შესაძლოა წლის ბოლომდე გაერთიანდნენ - Barclays-ი პროგნოზი

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 04:24|bm.ge

საინვესტიციო ბანკი Barclays-ი მოელის, რომ ილონ მასკის 2 უმსხვილესი კომპანია, Tesla- და SpaceX-ი შერწყმის გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე ოფიციალურად გამოაცხადებენ.

როგორც ირკვევა, პროცესების განვითარების ორი სცენარი განიხილება და შეთანხმება ან Tesla-ს აქციონერთა ყოველწლიურ კრებამდე გასაჯაროვდება, ან დამოუკიდებლად გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები გადაწყვეტილებას კრებისგან დამოუკიდებლად გამოაცხადებენ, პროცესი მომდევნო 6-12 თვეში მაინც დაიწყება.

არსებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი მიზნად გარიგების დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დახურვას ისახავს, რადგან არსებული პოლიტიკური გარემო მასკს ანტიმონოპოლიური შემოწმებისთვის ხელსაყრელ ფონს უქმნის.

რაც შეეხება მოსალოდნელი გარიგების სტრუქტურას, ყველაზე სავარაუდო სცენარით, SpaceX-ი Tesla-ს აქციების სრული გაცვლის გზით შეისყიდის. როგორც ცნობილია, ამჟამად SpaceX-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.1 ტრილიონს, ხოლო Tesla-ს ღირებულება $1.5 ტრილიონს შეადგენს. ამ მონაცემების გათვალისწინებით, Tesla-ს ინვესტორები თითო აქციის სანაცვლოდ SpaceX-ის დაახლოებით 0.7 აქციასა და დამატებით პრემიას მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ნაბიჯი ილონ მასკს კომპანიებზე კონტროლის გამყარებაში დაეხმარება. კერძოდ, გაერთიანებულ ჰოლდინგში მილიარდერის წილი დაახლოებით 37% გახდება, ხოლო ხმის უფლების მქონე აქციათა წილი 56%-ს მიაღწევს. Barclays-ის ცნობით, დირექტორთა საბჭოები პროცესს ხელს არ შეუშლიან.

ინფორმაციისთვის, უოლ-სტრიტი ორი გიგანტის გაერთიანებას უკვე ელოდება, რადგან შერწყმის მთავარი ღირებულება არა მხოლოდ ფინანსური სინერგია, არამედ ვერტიკალური ინტეგრაციაა. გაერთიანება Tesla-ს ფიზიკური ხელოვნური ინტელექტის პროექტებს, Robotaxi-სა და Optimus-ს, SpaceX-ის ვირტუალურ აქტივებთან, Grok-თან და Macrohard-თან დააკავშირებს.

საყურადღებოა, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილებების მიღებას დამოუკიდებელი მმართველი საბჭოების არსებობა აფერხებს, კომპანიების შერწყმა კი ამ ბარიერს სრულად მოხსნის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუბსიდირების გარეშე მესტიაში ფრენა 200 დოლარზე მეტი ჯდება, რაც საკმაოდ ძვირია -“აკ-ეარ ჯორჯია”

სუბსიდირების გარეშე მესტიაში ფრენა 200 დოლარზე მეტი ჯდება, რაც საკმაოდ ძვირია -“აკ-ეარ ჯორჯია”

BM.GE

„ტკბილის“ გაყიდვები წლიურად გაიზარდა - კომპანია ფასების კორექტირებაზე საუბრობს

„ტკბილის“ გაყიდვები წლიურად გაიზარდა - კომპანია ფასების კორექტირებაზე საუბრობს

BM.GE

“თბილისის აეროპორტიდან ფრენის ინტერესი არ გვაქვს” - რა პირობით შეიძლება გამოცხადდეს შიდა ფრენების ტენდერი

“თბილისის აეროპორტიდან ფრენის ინტერესი არ გვაქვს” - რა პირობით შეიძლება გამოცხადდეს შიდა ფრენების ტენდერი

BM.GE

პასპორტების გლობალური რეიტინგი განახლდა - აშშ ათეულში ვეღარ მოხვდა

პასპორტების გლობალური რეიტინგი განახლდა - აშშ ათეულში ვეღარ მოხვდა

BM.GE