მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Tesla, Nissan, BYD... - საქართველოში ელექტრომობილების რეგისტრაცია გაორმაგდა | ბრენდების რეიტინგი
Tesla, Nissan, BYD... - საქართველოში ელექტრომობილების რეგისტრაცია გაორმაგდა | ბრენდების რეიტინგი

Tesla, Nissan, BYD... - საქართველოში ელექტრომობილების რეგისტრაცია გაორმაგდა | ბრენდების რეიტინგი

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 21:46|bm.ge

თიბისი კაპიტალის უახლესი კვლევის მიხედვით, 2026 წლის 9 თვეში ქვეყანაში ელექტრომობილების პირველადი რეგისტრაციების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.

კერძოდ, საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, 2026 წლის 9 თვეში საქართველოს ავტოპარკს 10,323 ერთეული მსუბუქი ელექტრომობილი შეემატა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 5,255 ერთეულს შეადგენდა (წლიური ზრდა თითქმის 100%-ია); 2021 წელს კი, მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 315 ელექტრომობილი დარეგისტრირდა.

გარდა ამისა, პირველად რეგისტრაციებში ელექტრომობილების წილმა 9.1%-ს მიაღწია, მაშინ, როცა 2025 წლის 9 თვეში ეს მაჩვენებელი 4.8%-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს - სულ რაღაც 1.2%-ს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ელექტროავტოპარკის 70%-ს ამერიკული და იაპონური ბრენდები შეადგენენ:

• აშშ - 49% • იაპონია - 21% • გერმანია - 13% • ჩინეთი - 11% • სხვა ქვეყნები - 6%

ელექტრომობილების სეგმენტში უდავო ლიდერია Tesla, რომელზეც ელექტროპარკის 44% მოდის.

ბაზრის წილის მიხედვით ელექტრომობილების ყველაზე პოპულარული ბრენდების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

• Tesla - 44% • Nissan - 18% • BYD - 5% • Volkswagen - 5% • BMW - 5% • Chevrolet - 3% • Hyundai - 2% • Ford - 2% • Porsche - 1% • სხვა ბრენდები - 15%

აღსანიშნავია, რომ Tesla არა მხოლოდ ელექტრომობილებში ლიდერობს, არამედ 2026 წლის 9 თვეში საქართველოს პირველადი რეგისტრაციების საერთო ტოპ-ათეულში ყველა ტიპის ძრავის ჩათვლით პირველად შეაღწია: 5.9 ათასი რეგისტრირებული ერთეულით მან მე-8 ადგილი დაიკავა და ისეთ ტრადიციულ ბრენდებს გადაუსწრო, როგორებიცაა Honda (4.9 ათასი) და Volkswagen (4.7 ათასი).

საწვავის ტიპების მიხედვით, ბაზარზე ბენზინის ძრავების წილი 55%-მდე შემცირდა, ხოლო ჰიბრიდებისა (27%) და ელექტრომობილების (9%) ერთობლივი წილი უკვე 36%-ს აღწევს.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ მომხმარებელთა პრეფერენციების ელექტროტრანსპორტის სასარგებლოდ შეცვლა პირდაპირ კავშირშია საწვავის ფასების დინამიკასთან.

"საქსტატის" მონაცემებით (საბაზისო პერიოდად 2018 წლის დეკემბერია აღებული), დიზელის საწვავის ფასის ინდექსმა 2026 წლის სექტემბერში 183.5-ს მიაღწია, ბენზინის ფასის ინდექსი კი 161.8-მდე გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

24 ნოემბრამდე დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე და დაეუფლე ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით

24 ნოემბრამდე დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე და დაეუფლე ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით

BM.GE

Voyager 1-მა ერთი „სინათლის დღის“ დისტანციას მიაღწია

Voyager 1-მა ერთი „სინათლის დღის“ დისტანციას მიაღწია

BM.GE

რეზერვებში იუანის წილის 15%-მდე გაზრდა განიხილება, გადაწყვეტილება მიღებული არაა - დავით უტიაშვილი

რეზერვებში იუანის წილის 15%-მდე გაზრდა განიხილება, გადაწყვეტილება მიღებული არაა - დავით უტიაშვილი

BM.GE

კრასნოდარის მხარეში ორ ნავთობქარხანას დრონებით შეუტიეს

კრასნოდარის მხარეში ორ ნავთობქარხანას დრონებით შეუტიეს

BM.GE