მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Tether-ი ლარის სტეიბლკოინს სებ-ის მიერ მიღებული ნორმების შესაბამისად გამოუშვებს - პაოლო არდოინო
Tether-ი ლარის სტეიბლკოინს სებ-ის მიერ მიღებული ნორმების შესაბამისად გამოუშვებს - პაოლო არდოინო

Tether-ი ლარის სტეიბლკოინს სებ-ის მიერ მიღებული ნორმების შესაბამისად გამოუშვებს - პაოლო არდოინო

BM.GE25 მაისი, 2026, 18:17|bm.ge

გლობალური კრიპტო-ინდუსტრიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კორპორაცია Tether-მა დღეს საქართველოს მთავრობასთან ერთად ლარის სტეიბლკოინის წარადგინა - ანუ, ე.წ. "ციფრული ლარის" მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტის პროექტი. საუბარია კრიპტოვალუტის განთავსებაზე, რომელიც მუდმივად ერთი ლარის ფასს შეინარჩუნებს. ლარის სტეიბლკოინის სახელი GELT იქნება. ეს იქნება USDT-ის, ანუ აშშ დოლარის სტეიბლკოინის ანალოგი, რომელიც $1 დოლარი ღირს.

პრეზენტაციის შემდეგ, Tether-ის CEO-მ პაოლო არდოინომ BMG-ის კითხვებს უპასუხა, მისი თქმით, პროექტისთვის ჯერ ეროვნული ბანკის ლიცენზია ესაჭიროებათ და ეს პროექტი სებ-ის მიერ 2026 წლის მარტის დასაწყისში მიღებული რეგულაციის შესაბამისად განხორციელდება. საუბარია იმ ნორმაზე, რომლითაც ეროვნულმა ბანკმა სტეიბლკოინების გამოშვების წესები განსაზღვრა.

სებ-ის რეგულაციის თანახმად, იმისთვის, რათა კომპანიამ ლარის სტეიბლკოინი განათავსოს, მან მომხმარებლების მიერ მიღებული სახსრების 100% უნდა დაარეზერვოს და მუდმივად იქონიოს რეზერვში. ეს ნიშნავს რომ თუკი Tether-ი 1 მილიონი ლარის GELT-ს გამოუშვებს, მას მუდმივად უნდა ჰქონდეს დარეზერვებული 1 მილიონი ლარის ლიკვიდური აქტივები.

როგორც Tether-ის CEO პაოლო არდოინო აღნიშნავს, მათი უმსხვილესი სტეიბლკოინი USDT 189 მილიარდი დოლარის მოცულობის აქტივებს მოიცავს. რაც შეეხება თავად სტეიბლკოინის გამოყენების შესაძლებლობებს, ის ინტეგრირებული იქნება მომხმარებლების კრიპტო საფულეებში და მათი მეშვეობით მომხმარებლებს როგორც ერთი ანგარიშიდან მეორეზე სტეიბლკოინის გადარიცხვების, ასევე სხვა კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განხორციელება შეუძლიათ. შესაბამისად, ლარის სტეიბლკოინი იქნება ერთი ლარის ტოლფასი და მისი გამოყენება კრიპტო ოპერაციებსა და გადარიცხვებში იქნება შესაძლებელი. კომპანია გამოუშვებს იმ მოცულობის GELT-ს, რაზეც მომხმარებლების მხრიდან იარსებებს მოთხოვნა. წინასწარ უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარის მოცულობის სტეიბლკოინზე იქნება საქართველოს ეკონომიკის მხრიდან მოთხოვნა.

"ჩვენ ახლახან მიღებული რეგულაციის შესაბამისად მივმართავთ ეროვნულ ბანკს და იმედი გვაქვს მომდევნო თვეებში შესაბამის ლიცენზიას მოვიპოვებთ, რათა ოპერირება დავიწყოთ.

ეს იქნება ციფრული ლარი, რომელიც სრულად იქნება გამყარებული, ერთი-ერთზე ლარის რეზერვებით. მისი გამოყენება იქნება შესაძლებელი ბლოკჩეინ ტექნოლოგიით.

Tether-მა გამოუშვა პირველი ციფრული დოლარი და USDT-ის სახით, 189 მილიარდი დოლარის აქტივები გვაქვს მენეჯმენტში", - განაცხადა პაოლო არდოინომ.

Tether-ის კომპანიის განმარტებით, ახალი ფინანსური ინსტრუმენტი ტრანზაქციის ხარჯების შემცირებას, თითქმის მომენტალურ ანგარიშსწორებას, პროგრამირებად გადახდებსა და ციფრულ ფინანსურ სისტემებში კაპიტალის უფრო ეფექტურ მოძრაობას უზრუნველყოფს. ინიციატივამ ხელი უნდა შეუწყოს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას, ფინტექ-სექტორის განვითარებას, ციფრულ გადახდებსა და რეგიონის მასშტაბით პროგრამირებად ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, დარბაზიდან გათავისუფლდაფორმულა
ლარი →

მსგავსი სტატიები

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

BM.GE

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

BM.GE

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

BM.GE