მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

BM.GE22 ოქტომბერი, 2026, 14:18|bm.ge

თიბისი ბიზნესი მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს და შესაძლებლობას აძლევს, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთონ და 20 000 ₾-დან 70 000 ₾-მდე სესხი სრული სუბსიდირებით, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ.

მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც საკუთარი საქმიანობის წამოწყებას ან უკვე არსებულის გაფართოებას და განვითარებას გეგმავს. პროგრამაში მონაწილეობისას, ქონების უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სესხის ძირი თანხის 80%-ს სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს.

იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სესხს თიბისიში აიღებს, 6 თვის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეძლებს სარგებლობას:

• უფასობიზნესნაკრები; • თიბისისტერმინალით სარგებლობისას, 0%-იანი საკომისიო გადასახადი

ამასთანავე, პროგრამაში მონაწილეობისას, მეწარმეები, თიბისი ბიზნესის გუნდის მხარდაჭერით, შეძლებენ, სწორად დაგეგმონ და მართონ დაფინანსების მიღების მთლიანი პროცესი - წინასწარი კონსულტაციით გაიგონ, აკმაყოფილებენ თუ არა პროგრამის პირობებს, განსაზღვრონ დაფინანსების ოპტიმალური მოცულობა, მოამზადონ საჭირო დოკუმენტაცია და სწრაფად და მარტივად მართონ დაფინანსების თითოეული ეტაპი.

პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით გარეჯზე დეზინფორმაციის გავრცელების და საბოტაჟისთვის „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დააკავეს

დავით გარეჯზე დეზინფორმაციის გავრცელების და საბოტაჟისთვის „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დააკავეს

BM.GE

ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE

ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით

ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით

BM.GE

ქართული სასმელების ნაწილის აკრძალვაში პოლიტიკური ფონი არ არსებობს|ზახაროვა

ქართული სასმელების ნაწილის აკრძალვაში პოლიტიკური ფონი არ არსებობს|ზახაროვა

BM.GE