მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 17:06|bm.ge

“მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესმა“ 100 მლნ აშშ დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 10 მლნ აშშ დოლარის 3-წლიანი საჯარო ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, როცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ფასიანი ქაღალდები უცხოურ ვალუტაში განათავსა. ემისიის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალი იყო. ობლიგაციების დაშვება თბილისის საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

ფასიანი ქაღალდების კუპონი 7.00%-ით განისაზღვრა, რაც ბოლო 5 წელში არასაბანკო კომპანიების მიერ გამოშვებულ 3-წლიან ობლიგაციებს შორის ყველაზე დაბალი განაკვეთია.

მოზიდული თანხა მოკლევადიანი ნასესხები სახსრების რეფინანსირებასა და პორტფელის ზრდას მოხმარდება.

„ვულოცავ “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესს” უცხოურ ვალუტაში პირველი ობლიგაციის წარმატებით განთავსებას. ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო, რამაც კომპანიას შესაძლებლობა მისცა, ობლიგაცია კონკურენტული პირობებით განეთავსებინა. მიხარია, რომ უცხოურ ვალუტაში თანხების მოზიდვისთვის პარტნიორად სწორედ თიბისი კაპიტალი აირჩიეს. შედეგად, „რიკო ექსპერსმა“ უკეთეს პირობებში მოახერხა ფულადი რესურსის მოზიდვა, რაც უმნიშვნელოვანესია მათი ბიზნესის განვითარებისთვის. მსგავსი ტრაზაქციებით კომპანიებს ვეხმარებით დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციაში, ინვესტორების ბაზის გაფართოებასა და რესურსების კონკურენტული პირობებით მოზიდვაში. სწორედ ამიტომ აქტიურად ვართ ჩართული კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. მიმდინარე წელს კომპანიების მიერ განხორციელებულ 13 კერძო და საჯარო ტრანზაქციაში მივიღეთ მონაწილეობა და 59.7%-იანი წილით ბაზრის ლიდერობას ვინარჩუნებთ“ - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

"ყოველ წარმატებულ ტრანზაქციას ბაზარზე მნიშვნელოვნად განაპირობებს როგორც კაპიტალის ბაზარზე არსებული, ისე ზოგადად მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ეკონომიკის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყნის რისკის პრემიას, რაც, რა თქმა უნდა, კერძო სექტორს ფინანსური რესურსების უფრო ხელსაყრელი პირობებით მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. კაპიტალის ბაზრის განვითარებაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება. გასული წელი ბაზარზე ძალიან აქტიური იყო და ბაზრის მონაწილეები წელსაც მაღალი აქტივობით გამოირჩევიან", - ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესმა წარმატებით განათავსა $10 მილიონის ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე, რაც $100-მილიონიანი ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშია. თიბისი კაპიტალის გუნდმა კიდევ ერთხელ შეძლო შეუძლებელი და სამწლიანი ობლიგაციების განთავსება 7%-იანი განაკვეთით მოახერხა, რაც პრაქტიკულად უპრეცედენტოა არასაბანკო ემიტენტებისთვის. ეს არ არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა - 2023 წელს ასევე დიდი წარმატებით განვათავსეთ 130 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები.

ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ინვესტორების ნდობა ქართული კომპანიებისა და ქვეყნის მიმართ იზრდება. ამ პროცესში დიდი წვლილი მიუძღვის თიბისი კაპიტალს. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესის“ მმართველი ლაშა ნიკოლაიშვილი.

“რიკო ექსპრესი“ საქართველოს ბაზარზე თითქმის 30 წელია ოპერირებს და 47%-იანი წილით მიკროსაფინანსო სექტორის ბაზრის ლიდერია. ქვეყნის მასშტაბით კომპანია 27 ქალაქში 71 ფილიალით არის წარმოდგენილი. „რიკო ექსპრესს“ მინიჭებული აქვს B+ რეიტინგი (სტაბილური პერსპექტივით) Scope Ratings-ისგან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„სეზონის გახსნის თარიღის ცოდნა მნიშვნელოვანია“ – რა სიახლეები დახვდებათ გუდაურში დამსვენებლებს?

„სეზონის გახსნის თარიღის ცოდნა მნიშვნელოვანია“ – რა სიახლეები დახვდებათ გუდაურში დამსვენებლებს?

BM.GE

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

BM.GE

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE