მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 15:29|bm.ge

განათლება გამარჯვებაა! თიბისი ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების მიღებისა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევის შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერების მოშლით, საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეს, თიბისი სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლოს თანამედროვე ტექნოლოგიები და მიიღოს ხარისხიან განათლებაზე წვდომა.

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია და ხელს უწყობს ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენას, მათი ცოდნის გაღრმავებასა და საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის მომზადებას. ამ მიზანს ემსახურება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიციატივითა და თიბისის მხარდაჭერით შექმნილი საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც ახალგაზრდებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ ტექნოლოგიური უნარები და საკუთარი ცოდნა საერთაშორისო დონეზე გამოცადონ.

თიბისისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) პარტნიორობით მომზადებული სპეციალური საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, საქართველოს AI ნაკრებმა საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება ტექ ოლიმპიადების ჰაბში გაიარა და საერთაშორისო ოლიმპიადებზე მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია. წელს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI) საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი, ასევე 1 საპატიო სიგელი მოიპოვა. ევროპის გოგონათა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI) ქართველმა მონაწილეებმა ბრინჯაოს მედალი და საპატიო სიგელი დაიმსახურეს, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EJOI) კი ნაკრებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თიბისის მხარდაჭერით, STEM მიმართულებით არაერთი სხვა ინიციატივაც ხორციელდება. მათ შორისაა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის რობოტიკის კლუბი, საქართველოს ნაკრების მონაწილეობა ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე PLANCKS და ქართველი მოსწავლეების მხარდაჭერა GENIUS ოლიმპიადაზე. წელს GENIUS-ზე საქართველოს სამი წარმომადგენელი გაემგზავრა, რომელთაგან ორმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

წლის განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით STEM ოლიმპიადების მიმართულებით 3,500-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. თიბისი ხელს უწყობს ახალი თაობის ტალანტების გლობალურ ტექნოლოგიურ ასპარეზზე წარმოჩენას და მათი საერთაშორისო წარმატებების ერთგული მხარდამჭერია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რამ განაპირობა სექტემბერში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა სექტემბერში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

"დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

"დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

BM.GE

"ჩვენი მიზანია ვაჭრობაში მიღწეული შედეგების განვითარება" - პრემიერი აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე

"ჩვენი მიზანია ვაჭრობაში მიღწეული შედეგების განვითარება" - პრემიერი აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე

BM.GE

Ford Everest  საქართველოში ორი კომლექტაციით შემოვიდა

Ford Everest  საქართველოში ორი კომლექტაციით შემოვიდა

BM.GE