მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

BM.GE5 აგვისტო, 2026, 15:57|bm.ge

ყველაზე ინოვაციურ ბანკად დასახელების შემდეგ, თიბისიმ მორიგი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, Global Finance-მა თიბისი დააჯილდოვა ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო გამოყენებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

თიბისის ჯილდოები გადაეცა შემდეგ ნომინაციებში:

• საუკეთესო AI ჩატბოტი და ვირტუალური ასისტენტი; • ხელოვნური ინტელექტის ყველაზე ინოვაციური გამოყენება სამომხმარებლო დაკრედიტებისა და საკრედიტო რისკების მართვაში; • ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო გამოყენება რისკების მართვაში.

ამავე ნომინაციებში, თიბისი საქართველოს მასშტაბითაც საუკეთესოდ დასახელდა.

ჯილდოები თიბისის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განხორციელებული ინოვაციური პროექტებისთვის გადაეცა, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას, საბანკო პროცესების გამარტივებასა და გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფის ზრდას ემსახურება.

2026 წელს, ეს თიბისის მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. Global Finance-მა თიბისი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ინოვაციურ ბანკად დაასახელა; ხოლო წლის განმავლობაში, ბანკმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო სამომხმარებლო გამოცდილების, ინოვაციებისა და თიბისის მობაილბანკის მიმართულებით.

ეს აღიარებები ადასტურებს, რომ თიბისი თანმიმდევრულად ნერგავს ინოვაციებს და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს არა მხოლოდ პროცესების ავტომატიზაციისთვის, არამედ იმისთვის, რომ ყოველდღიური საბანკო მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და კომფორტული გახადოს.

Global Finance-ის AI in Finance Awards იმ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აჯილდოებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს წარმატებით იყენებენ სამომხმარებლო, კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების განვითარებისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"კომპანია საიმედო ხელშია..." - უორენ ბაფეტის გამოსამშვიდობებელი წერილი Berkshire Hathaway-ის აქციონერებს

"კომპანია საიმედო ხელშია..." - უორენ ბაფეტის გამოსამშვიდობებელი წერილი Berkshire Hathaway-ის აქციონერებს

BM.GE

ტოდ ბოელი და მარკ უოლტერი წილებს გაყიდიან - “ჩელსის” კონტროლი Clearlake-ს გადაეცემა

ტოდ ბოელი და მარკ უოლტერი წილებს გაყიდიან - “ჩელსის” კონტროლი Clearlake-ს გადაეცემა

BM.GE

"წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს მტკვრის სანაპიროზე" - Alpha Architecture

"წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს მტკვრის სანაპიროზე" - Alpha Architecture

BM.GE

"ყოველ წელს უკან მივდივართ მხოლოდ იმის გამო, რომ მუშა ხელი არ არის"|"ჩაი მარტვილი - სადადიანო"

"ყოველ წელს უკან მივდივართ მხოლოდ იმის გამო, რომ მუშა ხელი არ არის"|"ჩაი მარტვილი - სადადიანო"

BM.GE