
ტიმ კუკი სტამბოლს ეწვია და Les Benjamins-ის ღონისძიებას დაესწრო
Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკი სტამბოლს ეწვია. მან ისტორიული „გრანდ ბაზარი“ მოინახულა და კომპანიის Bağdat Caddesi-ის მაღაზიაში თურქულ მოდის ბრენდ Les Benjamins-თან ერთად ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
კუკმა სოციალურ პლატფორმა X-ზე თურქ კონტენტ-კრეატორ ჯემ ბაშაქთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა და აღფრთოვანება გამოხატა ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობით.
ინფორმაციისთვის, ღონისძიება სახელწოდებით „From Earth to Sky“ თურქული ბრენდის 15 წლის იუბილეს მიეძღვნა და ის მიზნად Apple-ისა და Les Benjamins-ის პარტნიორობის აღნიშვნას ისახავდა.
საყურადღებო ფაქტია, რომ კაპადოკიურ მოტივებზე შექმნილი კოლექცია დიზაინერმა ბიუნიამინ აიდინმა iPad Pro-სა და Apple Pencil Pro-ს გამოყენებით შექმნა. გიულიუდერეს ხეობაში გამართული მოდის ჩვენება კი ფრანგმა რეჟისორმა ნილს კასტიიონმა iPhone 18 Pro Max-ით გადაიღო.
მაღაზიაში ვიზიტისას კუკი თანამშრომლებსა და ბრენდის დამფუძნებელს შეხვდა, მოგვიანებით კი გუნდის მუშაობა და ერთობლივი პროექტი სოციალურ ქსელში დადებითად შეაფასა.
შეგახსენებთ, ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელ დირექტორის პოსტს 2011 წლიდან იკავებდა, ხოლო 2026 წლის სექტემბერში დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გადაინაცვლა. აღმასრულებელ დირექტორად კი ის ჯონ ტერნუსმა ჩაანაცვლა.
BM.GE
წყარო: bm.ge