მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტიმურ ტურლოვის Freedom Bank-მა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის მისაღებად მიმართა
ტიმურ ტურლოვის Freedom Bank-მა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის მისაღებად მიმართა

ტიმურ ტურლოვის Freedom Bank-მა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის მისაღებად მიმართა

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 21:31|bm.ge

Freedom Bank -მა საქართველოში საბანკო ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკს ოფიციალურად მიმართა.

როგორც BMG-ის ეროვნულ ბანკში განუცხადეს, განაცხადი სს „ეფბიჯი კომპანიმ“ (Freedom Bank ყაზახეთის 100%-იანი შვილობილი კომპანია) წარადგინა. საქმე ეხება საბანკო საქმიანობის პირობით ლიცენზიას - ე.წ. ციფრული ბანკის ლიცენზიას.

„განაცხადმა ფორმალური შესაბამისობის ეტაპი უკვე გაიარა და ამჟამად ეროვნული ბანკის მიერ მისი შინაარსობრივი განხილვა მიმდინარეობს. კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული პროცესის მაქსიმალური ვადა 12 თვეა“, - განუცხადეს BMG-ის ეროვნულ ბანკში

Freedom Bank ყაზახი მილიარდერის ტიმურ ტურლოვის ჰოლდინგის საკუთრებაა. ტურლოვი ასევე შედის საქართველოში დაფუძნებული სს „ეფბიჯი კომპანის“ სამეთვალყურეო საბჭოში. კომპანიის განთავსებული კაპიტალი 6.5 მლნ ლარია. კომპანიის გენერალური დირექტორი ტამერლან რახიმოვია.

კომპანიას გაცხადებული გეგმები აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნებშიც, მათ შორის, მათ შორის წელს შეიძინა Turkish Bank A.Ş.-ის 99.32%-იან წილი.

ტიმურ ტურლოვი 2011 წლიდან ყაზახეთში ცხოვრობს.2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, მან უარი თქვა როგორც რუსეთის, ისე სენტ-კიტსისა და ნევისის მოქალაქეობაზე და ყაზახეთის მოქალაქე გახდა.

ტურლოვი ცნობილია, როგორც საერთაშორისო საფინანსო-ტექნოლოგიური ჰოლდინგის, Freedom Holding Corp.-ის დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი (ფლობს 71%-იან წილს). კომპანია, 2019 წლიდან ამერიკულ ბირჟა Nasdaq-ზეა დალისტული.

ჟურნალ Forbes-ის გლობალურ რეიტინგში ტიმურ ტურლოვის ქონება 7.1 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, რაც მას ყაზახეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ბიზნესმენად ხდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE

არამეწარმე ფიზიკური პირები პროდუქციის რეალიზაციისას შესაძლოა, საშემოსავლო და დღგ-თი დაიბეგრონ - რა იცვლება 1 დეკემბრიდან?

არამეწარმე ფიზიკური პირები პროდუქციის რეალიზაციისას შესაძლოა, საშემოსავლო და დღგ-თი დაიბეგრონ - რა იცვლება 1 დეკემბრიდან?

BM.GE

პერსონალური კომპიუტერების ბაზრის შენელების გამო Intel-ის აქციების ფასი 21%-ით შემცირდა

პერსონალური კომპიუტერების ბაზრის შენელების გამო Intel-ის აქციების ფასი 21%-ით შემცირდა

BM.GE

Apple-მა რეიტინგში #1 ადგილი დაიბრუნა, მან კაპიტალიზაციით NVIDIA-ს გადაასწრო

Apple-მა რეიტინგში #1 ადგილი დაიბრუნა, მან კაპიტალიზაციით NVIDIA-ს გადაასწრო

BM.GE