მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. TNET CONNECT-ი ახალი საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს მომხმარებლებთან SMS-ითა და WhatsApp-ით საქართველოსა და მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს - გიორგი ჩუმაშვილი
TNET CONNECT-ი ახალი საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს მომხმარებლებთან SMS-ითა და WhatsApp-ით საქართველოსა და მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს - გიორგი ჩუმაშვილი

TNET CONNECT-ი ახალი საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს მომხმარებლებთან SMS-ითა და WhatsApp-ით საქართველოსა და მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს - გიორგი ჩუმაშვილი

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 20:52|bm.ge

კომპანია TNET-მა ბიზნესსა და მომხმარებელს შორის უკეთესი კავშირის დასამყარებლად ახალი პლატფორმა შექმნა. პლატფორმის მიზანსა და შესაძლებლობებზე TNET-ის გენერალური დირექტორი გიორგი ჩუმაშვილი საუბრობს:

„ბიზნესისთვის მომხმარებელთან დროული და საიმედო კომუნიკაცია ყოველდღიური საჭიროებაა - იქნება ეს სპეციალური შეთავაზების გაზიარება, შეკვეთის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, თუ ავტორიზაციის კოდის გაგზავნა. TNET CONNECT-ი სწორედ ამ საჭიროებების ერთ სივრცეში სამართავად შევქმენით.

პლატფორმით კომპანიებს შეუძლიათ გააგზავნონ მარკეტინგული და ტრანზაქციული შეტყობინებები - SMS-ისა და WhatsApp-ის საშუალებით კი საკუთარ მომხმარებლებს დაუკავშირდნენ როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ამ მიმართულების განვითარებას TNET-ის ციფრული პროდუქტების შექმნისა და მართვის გამოცდილება უდევს საფუძვლად. ჩვენი ეკოსისტემა ციფრულ პლატფორმებს და მობილურ აპლიკაციებს აერთიანებს და ყოველთვიურად 2 მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. გვინდა, ეს ახალი შესაძლებლობა სხვა კომპანიებსაც შევთავაზოთ და მათი კავშირი მომხმარებელთან უფრო კომფორტული გავხადოთ.“

ახალი მიმართულებისთვის კომპანია TNET-მა საქართველოს კომუნიკაციების კომისიისგან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია მიიღო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

BM.GE

თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება

თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება

BM.GE

იქომერსის ახალი ეტაპი: eCommerce Georgia 2026 ბრუნდება

იქომერსის ახალი ეტაპი: eCommerce Georgia 2026 ბრუნდება

BM.GE

გორში მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის საგამოცდო მარშრუტები იცვლება - დეტალები

გორში მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის საგამოცდო მარშრუტები იცვლება - დეტალები

BM.GE