მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტოიოტა ცენტრი თეგეტას ორგანიზებით და თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ოფროუდ ტური გაიმართა
ტოიოტა ცენტრი თეგეტას ორგანიზებით და თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ოფროუდ ტური გაიმართა

ტოიოტა ცენტრი თეგეტას ორგანიზებით და თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ოფროუდ ტური გაიმართა

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 18:48|bm.ge

ტოიოტა ცენტრი თეგეტას ორგანიზებით და თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით, 10 ოქტომბერს მომხმარებლებისთვის ოფროუდ ტური გაიმართა. ღონისძიებას ლილო არენამ უმასპინძლა.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესიონალი მძღოლების თანხლებით გამოეცადათ სასურველი 4X4 მოდელის შესაძლებლობები და ოფროუდის ფედერაციის წარმომადგენლებისგან მიეღოთ პრაქტიკული რეკომენდაციები.

ოფროუდით დაინტერესებულმა მომხმარებლებმა Toyota-ს ისეთი მოდელების, როგორებიცაა სრულიად ახალი LAND CRUISER 300 MILD HYBRID, NGHILUX და PRADO, გამავლობა, მართვის შესაძლებლობები და სხვადასხვა რთულ რელიეფზე მათი ქცევა პრაქტიკულად გამოცადეს.

ტოიოტა ცენტრი თეგეტას ოფროუდ დღე მომხმარებლებისთვის არა მხოლოდ ავტომობილების შესაძლებლობების გაცნობის, არამედ ახალი გამოცდილების მიღებისა და ავტომოყვარულებთან ურთიერთობის შესაძლებლობადაც იქცა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, ავტომობილის შესაძლებლობები რეალურ პირობებში გამოცადონ. Toyota-ს 4X4 მოდელების ოფროუდ შესაძლებლობების პრაქტიკულად გამოცდა სწორედ ასეთი გამოცდილების ნაწილია. მოხარული ვართ, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში მომხმარებლებს საინტერესო და განსხვავებული დღის გატარების შესაძლებლობა მივეცით.“ - მარიამ მელიაშვილი, ტოიოტა ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი.

„ჩვენი და ტოიოტა ცენტრი თეგეტას თანამშრომლობა მრავალწლიან წარმატებულ პროექტებსა და პარტნიორობის კარგ გამოცდილებას აერთიანებს. თიბისი ლიზინგისთვის მსგავსი აქტივობები მომხმარებლებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და მათთვის თანამედროვე, პრაქტიკული და საინტერესო გამოცდილების შეთავაზებას ემსახურება“, — ზურა გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • მდინარაძის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდებატვ პირველი
  • თბილისის ცენტრში მდებარე საშაურმის რეკეტი, ფულის მოპარვის სქემა, ანგარიშსწორება და ფსიქოლოგიური ტერორი - რატომ გაიმეტეს 23 წლის თაზო მთივლიშვილი მოსაკლავად?რუსთავი 2
  • რუსეთში დრონებით თავდასხმის შედეგად „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრის მუშაობა შეჩერდაფორმულა
  • სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგანეტგაზეთი
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

ისარგებლე შენთვის შექმნილი განათლების პროგრამებით - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

ისარგებლე შენთვის შექმნილი განათლების პროგრამებით - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

BM.GE

ევროკავშირის სამიტის დოკუმენტიდან უკრაინის გაწევრიანების დაჩქარების მოთხოვნა ამოიღეს

ევროკავშირის სამიტის დოკუმენტიდან უკრაინის გაწევრიანების დაჩქარების მოთხოვნა ამოიღეს

BM.GE

9 თვეში დარღვევით და უკანონოდ თევზჭერის 462 ფაქტი გამოვლინდა | ზედამხედველობის დეპარტამენტი

9 თვეში დარღვევით და უკანონოდ თევზჭერის 462 ფაქტი გამოვლინდა | ზედამხედველობის დეპარტამენტი

BM.GE

"25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თსუ-ის I კორპუსთან!" - "ოპოზიციის ალიანსი" საპროტესტო კამპანიას აანონსებს

"25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თსუ-ის I კორპუსთან!" - "ოპოზიციის ალიანსი" საპროტესტო კამპანიას აანონსებს

BM.GE