მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Top 10 ქვეყანა, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა
Top 10 ქვეყანა, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

Top 10 ქვეყანა, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

BM.GE18 აგვისტო, 2026, 13:48|bm.ge

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით, ანუ 13 მლნ დოლარით მეტია.

BMG-ი გთავაზობთ Top 10 ქვეყანას, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

ქვეყანა მოცულობა (მლნ დოლარი) ცვლილება (%) 1 აშშ 67.77 11.23% 2 იტალია 55.93 0.37% 3 რუსეთი 42.02 -7.15% 4 გერმანია 31.72 8.49% 5 ისრაელი 29.28 21.62% 6 საბერძნეთი 28.00 7.32% 7 თურქეთი 12.22 21.81% 8 ესპანეთი 9.83 -1.88% 9 ყაზახეთი 8.26 -4.54% 10 ყირგიზეთი 8.17 -27.69%

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, აშშ-დან გზავნილები წლიურად 11%-ით გაიზარდა და 67.8 მლნ დოლარი შეადგინა, ისრაელიდან - 21.6%-ით, 29.3 მლნ დოლარამდე, ხოლო თურქეთიდან 22%-ით - 12.2 მლნ დოლარამდე. კვლავ კლებაა რუსეთიდან. კერძოდ, ივლისში რუსეთიდან 42 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 7%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ივლისში ევროკავშირიდან გადმორიცხულმა თანხამ 153 მლნ დოლარი, ანუ მთლიანი გზავნილების 44% შეადგინა. წლიურად გზავნილები კი 2.4%-ით გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალი წილით კვლავ იტალია, გერმანია და საბერძნეთი გამოირჩევა.

2026 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 39 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით 4.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„პრობლემური განცხადებაა... თავისთვის“ - კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

„პრობლემური განცხადებაა... თავისთვის“ - კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

BM.GE

კობახიძე აშშ-ის წინა ადმინისტრაციას საქართველოს მიმართ „დიპლომატიურ ზეწოლაში“ კიდევ ერთხელ ადანაშაულებს

კობახიძე აშშ-ის წინა ადმინისტრაციას საქართველოს მიმართ „დიპლომატიურ ზეწოლაში“ კიდევ ერთხელ ადანაშაულებს

BM.GE

არსენალის მთაზე დაგეგმილი მშენებლობების გამო მერიამ სატრანსპორტო კავშირები უნდა გამოიკვლიოს - რა წერია ახალ განკარგულებაში

არსენალის მთაზე დაგეგმილი მშენებლობების გამო მერიამ სატრანსპორტო კავშირები უნდა გამოიკვლიოს - რა წერია ახალ განკარგულებაში

BM.GE

სიღნაღში 8 ივლისის სტიქიის რეაბილიტაციისთვის მთავრობამ 10-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

სიღნაღში 8 ივლისის სტიქიის რეაბილიტაციისთვის მთავრობამ 10-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

BM.GE