მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Top-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო
Top-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო

Top-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო

BM.GE20 ოქტომბერი, 2026, 16:26|bm.ge

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის 9 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.8 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი შემოსავალი წელს საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიიღო, საიდანაც შემოსავლების ზრდა 29%-ს აღწევს, შემდეგ მოდის რუსეთი, საიდანაც წელს 14.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. ომის გამო მნიშვნელოვანი კლებაა ირანიდან და საუდის არაბეთიდან.

ქვეყნები, საიდანაც ქართულმა ტურიზმმა იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო:

• ევროკავშირი [დიდი ბრიტანეთის ჩათვლით] - 665.3 მლნ დოლარი; ზრდა 29%; • რუსეთი - 641.3 მლნ დოლარი; ზრდა 14.5%; • ისრაელი - 457.6 მლნ დოლარი; ზრდა 6.4%; • თურქეთი - 428.2 მლნ დოლარი; კლება -5.7%; • აზერბაიჯანი - 186.4 მლნ დოლარი; ზრდა 10%; • უკრაინა - 167.4 მლნ დოლარი; ზრდა 46%; • სომხეთი - 135.1 მლნ დოლარი; ზრდა 6%; • ბელარუსი - 84 მლნ დოლარი; ზრდა 15.5%; • საუდის არაბეთი - 82.9 მლნ დოლარი; კლება -33.5%; • ირანი - 53.7 მლნ დოლარი; კლება -46%;

უშუალოდ მესამე კვარტალში ქვეყანამ ტურიზმიდან 1.86 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლილოს ნაგავსაყრელი წელიწადში 12,000 ტონა მეთანს აფრქვევს, პოლიგონი უკვე თითქმის შევსებულია - "თბილსერვის ჯგუფი"

ლილოს ნაგავსაყრელი წელიწადში 12,000 ტონა მეთანს აფრქვევს, პოლიგონი უკვე თითქმის შევსებულია - "თბილსერვის ჯგუფი"

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

TBC Capital-ში რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას ელიან

TBC Capital-ში რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას ელიან

BM.GE

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის 28 კრიტიკულ ენერგოობიექტზე მიიტანა იერიში

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის 28 კრიტიკულ ენერგოობიექტზე მიიტანა იერიში

BM.GE