მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. UFC 2027 წლის ბოლოს საქართველოში ღონისძიების ჩატარებას გეგმავს
UFC 2027 წლის ბოლოს საქართველოში ღონისძიების ჩატარებას გეგმავს

UFC 2027 წლის ბოლოს საქართველოში ღონისძიების ჩატარებას გეგმავს

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 20:38|bm.ge

დიდი ხანია შერეული საბრძოლო ხელოვნების უმსხვილესი ორგანიზაციის UFC-ისა და ქართულ მხარეს შორის, საქართველოში შოუს დაორგანიზების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სოციალურ ქსელში გავრცელებული შიდა დოკუმენტის ფოტოს მიხედვით კი ცნობილი ხდება, რომ ორგანიზაცია გაფართოებას აპირებს და საქართველოში ღონისძიების გამართვას 2027 წლის მესამე კვარტალში (Q3 2027), ივლისი-სექტემბრის პერიოდში გეგმავს.

გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ღონისძიების ჩატარების სავარაუდო ადგილად თბილისის სპორტის სასახლე განიხილება. ამავე გეგმით, 2027 წელს UFC-ის ღონისძიებები რეგიონის სხვა ქვეყნებშიც იგეგმება. კერძოდ, დოკუმენტში მითითებულია ყაზახეთი (Almaty Arena) - 2027 წლის 1 მაისს, უზბეკეთი (Humo Arena) - 2027 წლის მესამე კვარტალში და ყირგიზეთი (Bishkek Arena) - 2027 წლის მეოთხე კვარტალში.UFC-ის გაფართოების გეგმა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ახალი ბაზრების ათვისებას ისახავს მიზნად. ამ ეტაპზე ორგანიზაციას გავრცელებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, შესაბამისად, ღონისძიების ჩატარების ზუსტი თარიღი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.შეგახსენებთ, რომ აქამდე უკვე არაერთხელ შედგა საქართველოში UFC-ის ღონისძიების ორგანიზებაზე მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესა და ქართულ სამთავრობო/კერძო სექტორს შორის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

თოვისა და ყინვის გამო გუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს - გზების დეპარტამენტი

თოვისა და ყინვის გამო გუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს - გზების დეპარტამენტი

BM.GE

ტრამპი ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შეხვდება

ტრამპი ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შეხვდება

BM.GE

Shark|Ninja რეგიონულ გაფართოებას აგრძელებს - რუსთავში ახალი შოურუმი გაიხსნა

Shark|Ninja რეგიონულ გაფართოებას აგრძელებს - რუსთავში ახალი შოურუმი გაიხსნა

BM.GE