მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Toyota და Joby Aviation-ი მფრინავ ტაქსებს შექმნიან
Toyota და Joby Aviation-ი მფრინავ ტაქსებს შექმნიან

Toyota და Joby Aviation-ი მფრინავ ტაქსებს შექმნიან

BM.GE4 ივლისი, 2026, 22:35|bm.ge

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ და საჰაერო ტაქსების ამერიკულმა დეველოპერმა Joby Aviation-მა კალიფორნიაში ელექტრონული საფრენი აპარატების საწარმოებლად ერთობლივი კომპანია დააფუძნეს. როგორც ირკვევა, ახალ საწარმოში, რომელსაც ეწოდა Joby Toyota Aero Manufacturing Preparation Company, იაპონური მხარე აქციების 51%-ს მიიღებს. ეს პარტნიორობა Joby Aviation-ს ტესტირებისა და სერტიფიცირების ფაზიდან კომერციულ წარმოებაზე გადასვლაში დაეხმარება. კერძოდ, Toyota თავის ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს გამოიყენებს, რათა Joby-მ მფრინავი ტაქსები ინდუსტრიულ წარმოებაში ჩაუშვას.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Joby S4-ის მოდელის პირველი აპარატის საპილოტე წარმოება კალიფორნიის ქალაქ მარინაში უკვე მიმდინარეობს. აღნიშნულ მფრინავ ელექტრო-ტაქსის 6 ფრთა აქვს და ის 4 მგზავრსა და 1 პილოტზეა გათვლილი. ის შვეულმფრენის მსგავსად მოძრაობს და საათში 320 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს. სრული დატვირთვით მას 160 კილომეტრის მანძილის დაფარვა შეუძლია. როგორც კომპანიებში განაცხადეს, S4-ის წარმოება მალე მასიურად დაიწყება და ის როგორც ნიუ-იორკში, ისე ლოს-ანჯელესსა და დუბაიში გამოჩნდება.

Joby Aviation-ის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ჯობენ ბევირტის განცხადებით, Toyota მათ გვერდით უკვე მრავალი წელია დგას და ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს იაპონური ბრენდის ერთგულებას იდეების მიმართ. თავის მხრივ, Toyota-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ აკიო ტოიოდამ განაცხადა, რომ გადაადგილების მფრინავი საშუალებები მათ კორპორაციულ ფილოსოფიას სრულად შეესაბამება.

ცნობისთვის, იაპონური ავტომწარმოებელი Joby Aviation-თან 2019 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიამ პარტნიორში 2020 წელს $394 მილიონი, ხოლო 2024 წელს დამატებით $500 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიონერი - UBS მილიონერთა ინდექსი 2026

სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიონერი - UBS მილიონერთა ინდექსი 2026

BM.GE

მცირე ბაზარი ხელს უშლის როგორც წიგნის გამომცემელს, ისე გამავრცელებელს - "მედუზა"

მცირე ბაზარი ხელს უშლის როგორც წიგნის გამომცემელს, ისე გამავრცელებელს - "მედუზა"

BM.GE

ძმრის წარმოება, საკალმახე... - მთავრობამ 5 სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიანიჭა

ძმრის წარმოება, საკალმახე... - მთავრობამ 5 სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიანიჭა

BM.GE

ლუდის TOP 10 იმპორტიორი საქართველოში - კომპანიები და მათი მფლობელები

ლუდის TOP 10 იმპორტიორი საქართველოში - კომპანიები და მათი მფლობელები

BM.GE