მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Toyota ქარხნების რობოტიზაციაში ყოველწლიურად $6.4 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს
Toyota ქარხნების რობოტიზაციაში ყოველწლიურად $6.4 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

Toyota ქარხნების რობოტიზაციაში ყოველწლიურად $6.4 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

BM.GE19 სექტემბერი, 2026, 04:00|bm.ge

მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი Toyota Motor Company აცხადებს, რომ 2028 წლიდან ქარხნების მოდერნიზაციის, ავტომატიზაციისა და რობოტოტექნიკის დანერგვის დაჩქარების მიზნით, ის ყოველწლიურად $6.4 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს.

განახლების პროგრამაში ინვესტიციების მზარდი ტენდენცია ხარჯების შემცირებას, დაძველებული ინფრასტრუქტურის განახლებასა და სამუშაო ძალის დეფიციტის აღმოფხვრას ისახავს მიზნად, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანიას ავტომობილების წარმოების მიღმა ზრდის ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

ინვესტორებთან გამართულ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საწარმოების ავტომატიზაციისთვის დაახლოებით 400,000 რობოტი იქნება საჭირო. ეს რაოდენობა როგორც არსებული დანადგარების ჩანაცვლებას, ისე ახალ ინდუსტრიულ, ლოგისტიკურ, ჰუმანოიდურ და არაჰუმანოიდურ რობოტებს მოიცავს, რომლებიც ქარხნებში ადამიანებთან უშუალო თანამშრომლობისთვის მომზადდებიან.

რაც შეეხება ანალიტიკოსების შეფასებას, Bernstein-ის ექსპერტების განცხადებით, რობოტოტექნიკაზე Toyota-ს მზარდი ფოკუსირება კომპანიას ჩინურ მწარმოებლებთან ღირსეული კონკურენციის გაწევის საშუალებას მისცემს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Marvell Technology-ი $115 მილიარდად კომპანია Lumentum-ს ყიდულობს

Marvell Technology-ი $115 მილიარდად კომპანია Lumentum-ს ყიდულობს

BM.GE

ADNOC-ის ხელმძღვანელი: მსოფლიო ნავთობის მარაგები თითქმის 1 მილიარდი ბარელით შემცირდა

ADNOC-ის ხელმძღვანელი: მსოფლიო ნავთობის მარაგები თითქმის 1 მილიარდი ბარელით შემცირდა

BM.GE

სამხრეთ კორეამ AI-ს განსავითარებლად რეკორდული, $610-მილიარდიანი ბიუჯეტი წარადგინა

სამხრეთ კორეამ AI-ს განსავითარებლად რეკორდული, $610-მილიარდიანი ბიუჯეტი წარადგინა

BM.GE

კიმი ანტონელი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია - რა თანხა გამოიმუშავა "მერსედესმა"?

კიმი ანტონელი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია - რა თანხა გამოიმუშავა "მერსედესმა"?

BM.GE