მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Toyota-ს საოპერაციო მოგება აშშ-ის ტარიფების ფონზე 49%-ით შემცირდა
Toyota-ს საოპერაციო მოგება აშშ-ის ტარიფების ფონზე 49%-ით შემცირდა

Toyota-ს საოპერაციო მოგება აშშ-ის ტარიფების ფონზე 49%-ით შემცირდა

BM.GE8 მაისი, 2026, 23:31|bm.ge

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ მეოთხე კვარტალის ფინანსური ანგარიში წარადგინა, სადაც საოპერაციო მოგების 49%-იანი კლება დაფიქსირდა. კომპანიის შემოსავალმა 12.6 ტრილიონი იენი (დაახლოებით $81.29 მლრდ.) შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მოლოდინებს დაემთხვა.

წმინდა მოგება 817.2 მილიარდ იენამდე ($5.27 მლრდ.) გაიზარდა, თუმცა საოპერაციო მოგება 569.4 მილიარდ იენს ($3.67 მლრდ.) არ გასცდენია. აღნიშნული მაჩვენებელი Wall Street-ის პროგნოზირებულ 813.28 მილიარდ იენს ($5.25 მლრდ.) მნიშვნელოვნად ჩამორჩა.

როგორც ირკვევა, ფინანსურ შედეგებზე უარყოფითი გავლენა აშშ-ის ტარიფებმა და გაზრდილმა ხარჯებმა იქონია. კომპანიის განცხადებით, კრიტიკულ ზღვარს მიაღწია იმ ინვესტიციებმა, რომლებიც ადამიანური რესურსებისა და სამომავლო პროექტების განვითარებისკენ არის მიმართული. ამასთან, Toyota-მ 2027 წლის მარტამდე არსებული წლიური საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით შეამცირა და ის 3 ტრილიონი იენით ($19.35 მლრდ.) განსაზღვრა. მიუხედავად ამისა, ავტომწარმოებელმა გაყიდვების საერთო შემოსავლის მოლოდინი 0.6%-ით გაზარდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლის გაყიდვები წლიურ ჭრილში 2.36 მილიონიდან 2.29 მილიონ ერთეულამდე შემცირდა. კომპანია ჩინეთის ბაზარზე მოთხოვნის კლებას, ავტომობილების მასობრივ გაწვევასა და ელექტრომობილების სექტორში მზარდ კონკურენციას უმკლავდება. პარალელურად, ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის გამო საწვავის ფასების ზრდა აშშ-ში გაყიდვების დინამიკაზე უარყოფითად აისახა. სიტუაციის გამოსასწორებლად Toyota ფიქსირებული ხარჯების რეფორმირებასა და რეგიონული გაყიდვების ახალ ინიციატივებს გეგმავს.

ცნობისთვის, Toyota-მ მარტში აშშ-ის ორ ქარხანაში $1 მილიარდის ინვესტირების შესახებ განაცხადა. აღნიშნული თანხა იმ $10-მილიარდიანი გეგმის ნაწილია, რომელსაც კომპანია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ამერიკულ ბაზარზე განახორციელებს.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, ბოლო სავაჭრო სესიის დახურვის შემდეგ Toyota-ს აქციების ფასი 2.18%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქცია 2,913.00 იენად ($18.79) იყიდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Anthropic-მა საფინანსო სექტორისთვის ახალი AI-აგენტები წარადგინა

Anthropic-მა საფინანსო სექტორისთვის ახალი AI-აგენტები წარადგინა

BM.GE

იტალიური Angelini ამერიკულ Catalyst Pharma-ს $4 მილიარდად შეისყიდის

იტალიური Angelini ამერიკულ Catalyst Pharma-ს $4 მილიარდად შეისყიდის

BM.GE

Sony-მ და TSMC-მ იაპონიაში ერთობლივი საწარმოს შექმნის გეგმა წარადგინეს

Sony-მ და TSMC-მ იაპონიაში ერთობლივი საწარმოს შექმნის გეგმა წარადგინეს

BM.GE

ECB მოდელ Mythos-ისგან მომდინარე კიბერსაფრთხეების საწინააღმდეგო მექანიზმებს სწავლობს

ECB მოდელ Mythos-ისგან მომდინარე კიბერსაფრთხეების საწინააღმდეგო მექანიზმებს სწავლობს

BM.GE