მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. TP საქართველომ ქართულ-გერმანული ცენტრთან ერთად ქუთაისში საქველმოქმედო ღონისძიებას უმასპინძლა
TP საქართველომ ქართულ-გერმანული ცენტრთან ერთად ქუთაისში საქველმოქმედო ღონისძიებას უმასპინძლა

TP საქართველომ ქართულ-გერმანული ცენტრთან ერთად ქუთაისში საქველმოქმედო ღონისძიებას უმასპინძლა

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 21:42|bm.ge

TP საქართველოსა და ქართულ-გერმანული ცენტრის პარტნიორობა უკვე არაერთ წელსა და წარმატებით განხორციელებულ მრავალ პროექტს ითვლის. 2026 სასწავლო წლის დაწყებამდე, ქუთაისის ტექნოპარკში, GDZ-სთან ერთად, TP-მ ტრადიციულ საქველმოქმედო ღონისძიებას — Back to school-ს უმასპინძლა; ღონისძიების ფარგლებში კომპანიამ ასზე მეტ სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სასკოლო ნივთები გადასცა.

განათლებაზე თანაბარი წვდომის ხელშეწყობა და საზოგადოებაში განათლების წახალისება TP საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ამიტომ ოპერირების დაწყების დღიდან, ამ მიზნის მისაღწევად, კომპანიამ არაერთი კამპანია და პროექტი განახორციელა. “Back to school” 2019 წლიდან იმართება და TP საქართველოსა და ქართულ-გერმანული ცენტრის საყვარელ, ტრადიციულ ღონისძიებად იქცა. პროექტის ფარგლებში, ჯამში, სრული სასკოლო ინვენტარით სწავლა 800-ზე მეტმა მოსწავლემ დაიწყო.

წელს ღონისძიება განსაკუთრებულად საინტერესო იყო — ქუთაისის ტექნოპარკში შეკრებილ მოსწავლეებს სამეცნიერო მუზეუმის დათვალიერებისა და უამრავი საინტერესო ინფორმაციის მიღების საშუალება მიეცათ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) კი, მოსწავლეებს უფასო საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო.

TP ბიზნესპროცესების აუთსორსინგის სფეროს ლიდერი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე 10 წელია წარმატებით ოპერირებს და ქვეყნის მასშტაბით ამჟამად 2000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანია მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს კლიენტთა მომსახურების მიმართულებით მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს და ისეთ ინდუსტრიებს აერთიანებს, როგორებიცაა: ელექტრონული კომერცია, მოგზაურობა, სოციალური მედია, ავტოინდუსტრია და ტექნოლოგიები.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ოფიციალურ ვებ-გვერდს:, ან ვაკანსიების გვერდს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • პოლონეთში Patriot-ის რაკეტების ტექნიკური მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნებაფორმულა
  • სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელს ეხმაურება: ჟასმინი ძალიან მიყვარს - დედაჩემმა მას კიევის ცენტრში ბინა აჩუქა და ფინანსურადაც ეხმარებარუსთავი 2
  • მდინარაძის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდებატვ პირველი
  • სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგანეტგაზეთი
ცენტრი →ერთად →

მსგავსი სტატიები

რატომ გვისწრებს სომხეთი ტექნოლოგიურ რბოლაში და რა სჭირდება საქართველოს? - ანზორ მეხრიშვილის შეფასება

რატომ გვისწრებს სომხეთი ტექნოლოგიურ რბოლაში და რა სჭირდება საქართველოს? - ანზორ მეხრიშვილის შეფასება

BM.GE

სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის ₾200-მილიონიან ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია - მინისტრი

სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის ₾200-მილიონიან ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია - მინისტრი

BM.GE

"ქართული სტარტაპების შეფასება $20 მილიონსაც აჭარბებს" - რას სჭირდებათ ინვესტორებს ეკოსისტემისგან?|მოსაზრება

"ქართული სტარტაპების შეფასება $20 მილიონსაც აჭარბებს" - რას სჭირდებათ ინვესტორებს ეკოსისტემისგან?|მოსაზრება

BM.GE

ვინ გახდება გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი? - კანდიდატები

ვინ გახდება გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი? - კანდიდატები

BM.GE