
ტრამპის ადმინისტრაციამ აგვისტოს შემდეგ 125 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში 300 000-ზე მეტი აშშ-ის ვიზა გააუქმა, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა.
საქმე ის არის, რომ 10 აგვისტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვრიდან ტრამპის მიმდინარე ვადის დაწყებიდან გაუქმებული ვიზების რაოდენობა 175 000-ს აჭარბებდა. გამოდის, რომ მხოლოდ ბოლო 2 თვეში აშშ-ის ვიზა 125 000 ადამიანს გაუუქმეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტომი პიგოტმა სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „უფრო მეტი ვიზა გააუქმა და უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე ნებისმიერმა ადმინისტრაციამ ისტორიაში“. მისი თქმით, ადმინისტრაციას აქვს „ნულოვანი ტოლერანტობა იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონს, ჩადიან თაღლითობას ან საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას“.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საიმიგრაციო შეზღუდვები და დეპორტაციის კამპანია ქვეყნის შიდა უსაფრთხოების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
BM.GE
წყარო: bm.ge