
ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭება - Netgazeti
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2026 წელს ნობელის მშვიდობის პრემიას მიანიჭებენ სამხრეთ კავკასიაში მტკიცე მშვიდობის მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის.
„ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული ძალისხმევა ჩვენს რეგიონში მტკიცე მშვიდობის უზრუნველსაყოფად სათანადოდ დაფასდება წელს ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას“, – დაწერა ალიევმა სოციალურ ქსელ X-ში.
ალიევის განცხადებით, ტრამპმა ისტორიული როლი შეასრულა ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო პროცესის წინ წაწევაში. აზერბაიჯანის პრეზიდენტი გულისხმობს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართულ სამშვიდობო სამიტს, რომელიც ტრამპის ორგანიზებით ჩატარდა.
ალიევმა ასევე განაცხადა, რომ მისი ინიციატივით აზერბაიჯანმა და სომხეთმა აშშ-ის პრეზიდენტის კანდიდატურა ნობელის მშვიდობის პრემიაზე ერთობლივად წარადგინეს, რითაც სამშვიდობო პროცესში შეტანილი წვლილი აღიარეს.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge