მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპის ადმინისტრაციას არასწორი გადაწყვეტილებების გამოსწორების შესაძლებლობა აქვს - კახა კალაძე
ტრამპის ადმინისტრაციას არასწორი გადაწყვეტილებების გამოსწორების შესაძლებლობა აქვს - კახა კალაძე

ტრამპის ადმინისტრაციას არასწორი გადაწყვეტილებების გამოსწორების შესაძლებლობა აქვს - კახა კალაძე

BM.GE4 ივნისი, 2026, 18:42|bm.ge

თბილისის მერის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციას, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების გამოსწორების შესაძლებლობა აქვს. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მზად ვართ ამერიკასთან განახლებული ურთიერთობების, ოღონდ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ის სამართლიანობას ეფუძნებოდეს“, - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება სამომავლოდაც გაატარებს ხალხის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას, რაც, ასევე, უზრუნველყოფს ქვეყნის მშვიდობას.

„როდესაც დელეგაცია იმყოფებოდა საქართველოში პრემიერ-მინისტრმა ღიად ისაუბრა ჩვენი გუნდის პოზიციაზე. ეს დასამალი არ არის. მზად ვართ, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, შესაბამისი გზამკვლევით, ოღონდ ეს სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს. ახლანდელ ადმინისტრაციას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით აქვს შესაძლებლობა, რომ გამოასწოროს ის არასწორი გადაწყვეტილებები, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო.

მსოფლიოში დაძაბული სიტუაციაა. ჩვენი სურვილიცაა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი, კონფლიქტები. ეს გამოწვევა მსოფლიო ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას. ჩვენ მუდამ ხელს შევუწყობთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას. ყოველთვის იმ პოლიტიკას გავატარებთ, სადაც საქართველოს და ხალხის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას გუშინ, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ როგორ არის შესაძლებელი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რის შემდეგაც, რუბიოს თქმით, აშშ-მ ქართულ მხარეს აცნობა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამისთვის. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება ტრაექტორიას შეიცვლის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • „ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპიტვ პირველი
  • „ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიასიმედი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

BM.GE

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

6 თვეში ჩინელმა ვიზიტორებმა საქართველოში ₾143.2 მლნ-ი დახარჯეს | რამდენია ვიზიტორის საშუალო ხარჯი?

6 თვეში ჩინელმა ვიზიტორებმა საქართველოში ₾143.2 მლნ-ი დახარჯეს | რამდენია ვიზიტორის საშუალო ხარჯი?

BM.GE