მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემული
Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემული

Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემული

ფორმულა|formulanews.ge

Economist/YouGov-ის ახალი გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი, მეორე ვადით თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - მოსახლეობის მხოლოდ 35% იწონებს მის საპრეზიდენტო საქმიანობას.

გამოკითხვა 25-27 ივლისს 1,559 სრულწლოვანს შორის ჩატარდა.

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის 555-ე დღეს, პრეზიდენტის მოწონების ჯამური რეიტინგი -25-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ 35% იწონებს და 60% არ იწონებს მის საქმიანობას. გამოკითხულთა 4% არ არის ჩამოყალიბებული.

მიმდინარე თვის სხვადასხვა გამოკითხვის შედეგების პროცენტული მაჩვენებლები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა არც ერთი კვლევით პრეზიდენტის მხარდაჭერა 40% არ ცდება. 23 ივლისს გამოქვეყნებული Pew Research Center-ის თანახმად, ტრამპის მოწონების რეიტინგმა 34% შეადგინა, Washington Post-ის კვლევით 37%. Emerson College და Fox News-ზე დაყრდნობით, ტრამპის რეიტინგი 39%-ს შეადგენს.

Economist-ის შეფასებით, მხარდაჭერის დაბალი მაჩვენებლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადმინისტრაციის მიერ ივლისის შუა რიცხვებში ირანზე დარტყმების განახლებაა. მათი გამოკითხვა აჩვენებს, რომ 60%-ის აზრით, ადმინისტრაცია კონფლიქტზე ზედმეტად დიდ თანხას ხარჯავს.

ყველაზე მკაფიო ვარდნა ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგში ინფლაციის გარშემო ჩანს. ინფლაციასა და ფასებთან გამკლავების საკითხში ტრამპის მოწონების წმინდა რეიტინგი -43-ს შეადგენს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ამ ვადის განმავლობაში. მიზეზად ამ შემთხვევაშიც ირანთან ომი და შედეგად საწვავის ფასების დრამატული ზრდაა.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამერიკელთა 63% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 192 სტატია.

  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • დონალდ ტრამპი: მეზიზღება, როცა ვხედავ, თუ რა მოსდის ევროპასიმედი
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოსა და შემოსავლების სამსახურის უფროსებმა პოსტები დატოვეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოსა და შემოსავლების სამსახურის უფროსებმა პოსტები დატოვეს

ფორმულა

გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ფორმულა

ექიმ მაია კოხტაშვილს შეეფარდა საპატიმრო გირაო - 50 000 ლარი

ექიმ მაია კოხტაშვილს შეეფარდა საპატიმრო გირაო - 50 000 ლარი

ფორმულა

კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

ფორმულა